მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

არა მხოლოდ შურისძიებაა რუსული საბჭოთა სცენარით, არამედ ეს არის საზოგადოების შეურაცხყოფა - ელენე ხოშტარია სააკაშვილის კადრებზე

დროას ლიდერი

პარტია „დროას“ ლიდერი ელენე ხოშტარია პენიტენციური სამსახურის მიერ მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ვიდეოკადრების გასაჯაროებას გამოეხმაურა და მას რუსული საბჭოთა სცენარით შურისძიება უწოდა. 

ხოშტარიას თქმით, ამ არაადამიანური მოპყრობით წერტილი დაესვა ყველანაირ სპეკულაციას.

„შეკოწიწებულ კადრებში ჩვენ ვხედავთ, რომ ამ არაადამიანური მოპყრობით წერტილი დაესვა ყველანაირ სპეკულაციას, რომ სააკაშვილი ან თვითონ იზიანებს თავს ან არ ჭამს ან რაღაცას არ აკეთებს. ეს არის არა მხოლოდ ადამიანის გათელვა და შურისძიება რუსული საბჭოთა სცენარით, არამედ ეს არის ჩვენი, საზოგადოების შეურაცხყოფა. 

ეს ხდება იმ ფონზე, როდესაც ევროპარლამენტი ერთხმად, ძალიან მტკიცედ, ძალიან მკაფიოდ გეუბნება, რომ ასეთი მოპყრობა ადამიანთან არის შეუთავსებელი, საერთოდ ფიქრთანაც ევროპაში გაწევრიანების. ეს ჩვენ, პოლიტიკოსებს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას გვაკისრებს. 

ერთადერთი გამოსავალი ამ პირობებში არის ოპოზიციის ერთიანი, კონკრეტული და სწრაფი სამოქმედო გეგმა, რომელზედაც ჩვენ ყველა ერთად უნდა შევჯერდეთ ყველანაირი პირადი თუ ცალკე აღებული პარტიის ინტერესის და ეგოს გვერდზე გადადებით“, - აცხადებს ელენე ხოშტარია. 

შეგახსენებთ, სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა კლინიკა „ვივამედიდან“ მიხეილ სააკაშვილის კადრები გაასაჯაროვა. კადრები 9 აგვისტოდან 12 დეკემბრის პერიოდით თარიღდება.

აგრეთვე წაიკითხეთ:

✔️ ეს არის ადამიანის უფლებების დარღვევა, რეგვენებო, საქმე გაქვთ საქართველოს პრეზიდენტთან - ეკა ხერხეულიძე სააკაშვილის კადრებზე

✔️ პენიტენციური სამსახური მიხეილ სააკაშვილის კადრებს ასაჯაროებს

✔️ უკრაინამ ევროკავშირისგან 500 მილიონი ევროს დახმარება მიიღო

✔️ „ლელო“ დაჟინებით მოითხოვს სალომე ზურაბიშვილმა მიხეილ სააკაშვილი შეიწყალოს

✔️ პუტინი უკრაინის ოკუპირებული რეგიონების ე.წ. ხელმძღვანელებთან შეხვედრას გამართავს

✔️ სასამართლოს გადადება მოულოდნელი იყო, შეშფოთებას და დამატებით კითხვებს იწვევს - კელი დეგნანი სააკაშვილზე