მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ლელო“ დაჟინებით მოითხოვს სალომე ზურაბიშვილმა მიხეილ სააკაშვილი შეიწყალოს

ლელო არჩევნების შედეგებს არ აღიარებს

პარტია „ლელო“ მისი ყველა პოლიტიკური ლიდერის და თითოეული წევრის სახელით, პირდაპირ და დაჟინებით მოითხოვს საქართველოს მეხუთე პრეზიდენტისგან - შეიწყალოს საქართველოს მე-3-ე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი. ამის შესახებ „ლელო საქართველოსთვის“ განცხადებაშია ნათქვამი. 

„ლელოს“ განცხადების თანახმად, სააკაშვილის სასამართლო პროცესის მორიგ ჯერზე გადადება და მისთვის საკუთარ სასამართლო პროცესში მონაწილეობის მიღებაზე უარის თქმა, ყოფილი პრეზიდენტის კონსტიტუციური უფლების დარღვევაა.

„მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესის მორიგ ჯერზე გადადება და მისთვის საკუთარ სასამართლო პროცესში მონაწილეობის მიღებაზე უარის თქმა, ყოფილი პრეზიდენტის კონსტიტუციური უფლების დარღვევაა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით კი, მისი სიცოცხლისათვის სახიფათო გადაწყვეტილება.

საქართველოს ყველა მოქალაქეს აქვს სიცოცხლის უფლება, სახელმწიფო ვალდებულია დაიცვას საქართველოს თითოეული მოქალაქის სიცოცხლე. ვაფრთხილებთ ხელისუფლებას, მმართველ გუნდს და პირადად ბიძინა ივანიშვილს – მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე პასუხისმგებლობა სრულად ეკისრებათ მათ.

მაშინ, როდესაც ევროპარლამენტი, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები მოუწოდებენ ხელისუფლებას, რომ სასწრაფოდ გადაიყვანოს ყოფილი პრეზიდენტი სამკურნალოდ საზღვარგარეთ, ნათელია, რომ სააკაშვილის საკითხი პირდაპირ ზეგავლენას ახდენს ამ ქვეყნის მომავალზე, საქართველოს რეპუტაციასა და საერთაშორისო იმიჯზე. სწორედ ამიტომ, „ლელო“ მრავალი კვირაა მოუწოდებს ხელისუფლებას ამ ნაბიჯის გადადგმისკენ.
პასუხისმგებლობას ვერ ასცდება საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი - სალომე ზურაბიშვილიც.

მიუხედავად არაერთი მოწოდებისა, როგორც საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან, ასევე საქართველოს პოლიტიკური წრეებიდან, რომლის ავანგარდში პარტია „ლელო“ იდგა, სალომე ზურაბიშვილი არ იყენებს მის ხელში არსებულ ძალაუფლების ბერკეტს, რაც მის პასუხისმგებლობას კიდევ უფრო ამძაფრებს.

პარტია „ლელო“ მისი ყველა პოლიტიკური ლიდერის და თითოეული წევრის სახელით, პირდაპირ და დაჟინებით მოითხოვს საქართველოს მეხუთე პრეზიდენტისგან - შეიწყალოს საქართველოს მე-3-ე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი.

საქართველოს უახლეს ისტორიაში არ შეიძლება დავუშვათ მეორე პრეზიდენტის მკვლელობის პრეცედენტი. დღევანდელი ხელისუფლების ქმედებები გამოცხადებული მკვლელობის ქრონიკებია და პოლიტიკურ კანიბალიზმს ჰგავს. ასეთი დამღით კი, ქართული საზოგადოება ვეღარასოდეს შეძლებს ცივილიზებული სამყაროს ნაწილად გახდომას და თანამედროვე სახელმწიფოს ჩამოყალიბებას.
სასწრაფოდ უნდა დავამთავროთ ეს ისტორიული ღალატი ერთმანეთის და ქვეყნის მიმართ“, - ნათქვამია განცხადებაში. 

აგრეთვე წაიკითხეთ:

✔️ პუტინი უკრაინის ოკუპირებული რეგიონების ე.წ. ხელმძღვანელებთან შეხვედრას გამართავს

✔️ სასამართლოს გადადება მოულოდნელი იყო, შეშფოთებას და დამატებით კითხვებს იწვევს - კელი დეგნანი სააკაშვილზე

✔️ თაკო ჩარკვიანი - ბიძინა ივანიშვილი ნამდვილ, ჭეშმარიტ და დიდ პროტესტს ვერ ხედავს

✔️ პატიმარი 2 კილომეტრიდან ვერ ჩართეს - შალვა ხაჭაპურიძე სააკაშვილზე

✔️ მიხეილ სააკაშვილი სასამართლო პროცესს ვერ ერთვება

✔️ მოსამართლემ პენიტენციურ სამსახურს დაავალა, სააკაშვილთან დაკავშირებული ყველა დაცული ვიდეომასალა, დაცვის მხარეს გადასცეს