მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ეს არის ადამიანის უფლებების დარღვევა, რეგვენებო, საქმე გაქვთ საქართველოს პრეზიდენტთან - ეკა ხერხეულიძე სააკაშვილის კადრებზე 

ნაცმოძრაობის წევრი ეკა ხერხეულიძე

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ეკა ხერხეულიძე პენიტენციური სამსახურის მიერ მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ვიდეოკადრების გასაჯაროებას  ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში გამოეხმაურა და თქვა, რომ ამას უმძიმესი გამოხმაურება მოჰყვება. 

ეკა ხერხეულიძის თქმით, საზოგადოებას ხელისუფლებამ მიხეილ სააკაშვილის წამებისა და არაადამიანური მოპყრობის კადრები აჩვენა. 

ხერხეულიძე ამბობს, რომ ხელისუფლება ერთი და იგივე წრეზე დადის. 

„ეტყობა არის ის კადრები, რასაც მინიშნებით ხელისუფლება გვეუბნება, რომ ისინი გაასაჯაროებენ კადრებს, სადაც ვნახავთ წარმოუდგენელ სიმულაციურ ფაქტებს, რომელიც რეალობას ასახავს. სინამდვილეში ჩვენ ვნახეთ კადრები, რომელიც დამატებითი არგუმენტი იქნება იმისა, რომ ადამიანის წამების და არაადამიანური მოპყრობის კუთხით კიდევ უფრო დამძიმდეს ხელისუფლების რეპუტაცია ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების წარმოდგენაში. 

ამას ექნება უმძიმესი გამოხმაურება. ის ადამიანები, ვინც თქვენ გკარნახობთ, პირუტყვებო, იმას რასაც სჩადიხართ, ის არის სრული მავნებელი და იდიოტი. იმიტომ რომ მსგავსი რამის ჩადენა, რაც თქვენ ჩაიდინეთ, წარმოუდგენელია. რატი ბრეგაძემ წარმოიდგინოს, მისი ცხოვრების ყოველდღიურობა როგორია, როგორ იღვიძებს, როგორ დადის საცვლების ამარა, როგორ შედის აბაზანაში, როგორ გამოდის პირმშვენიერი ბიძინა ივანიშვილი. როგორი ლამაზი სანახავი იქნება ეს ყველაფერი, მერწმუნეთ, ნებისმიერი ადამიანის მიყურადება და ფარული კადრები არის ისეთი შემზარავი სანახავი, რომ ზიზღს იწვევს. ეს ვინც უკარნახა რატი ბრეგაძეს, რომ ამის ჩადენა იქნებოდა მათი მდგომარეობიდან გამოსვლა, ის არის სრული იდიოტი ცალსახად. 

ახლა რაც შეეხება იმას, რაც ვნახეთ, ყველა კადრი არის ჩემი თანდასწრებით გავლილი, ჯერ ერთი, ეს არის ადამიანის უფლებების დარღვევა იმ თვალსაზრისით, რომ საქმე გაქვთ, რეგვენებო, საქართველოს პრეზიდენტთან. თქვენ ანახებთ საქართველოს პრეზიდენტის წამებას და ნერვულ შეტევას საზოგადოებას. საერთოდ არ გაღელვებთ არც ქვეყნის რეპუტაცია, არც ადამიანის რეპუტაცია. 

წარმოუდგენელია ის რაც ვნახეთ, დადიან ერთი და იგივე წრეზე, რაღაც რომ დაეშვება უფსკრულისკენ და ვერ ჩერდება, ისეთი უბედურება სჭირთ. შეცდომას შეცდომაზე უშვებენ“, - აცხადებს ეკა ხერხეულიძე. 

შეგახსენებთ, სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა კლინიკა „ვივამედიდან“ მიხეილ სააკაშვილის კადრები გაასაჯაროვა. კადრები 9 აგვისტოდან 12 დეკემბრის პერიოდით თარიღდება. 

აგრეთვე წაიკითხეთ:

✔️ პენიტენციური სამსახური მიხეილ სააკაშვილის კადრებს ასაჯაროებს

✔️ უკრაინამ ევროკავშირისგან 500 მილიონი ევროს დახმარება მიიღო

✔️ „ლელო“ დაჟინებით მოითხოვს სალომე ზურაბიშვილმა მიხეილ სააკაშვილი შეიწყალოს

✔️ პუტინი უკრაინის ოკუპირებული რეგიონების ე.წ. ხელმძღვანელებთან შეხვედრას გამართავს

✔️ სასამართლოს გადადება მოულოდნელი იყო, შეშფოთებას და დამატებით კითხვებს იწვევს - კელი დეგნანი სააკაშვილზე

✔️ თაკო ჩარკვიანი - ბიძინა ივანიშვილი ნამდვილ, ჭეშმარიტ და დიდ პროტესტს ვერ ხედავს