მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„დიდი ეროვნული შერიგება ჩიხიდან გამოიყვანს ქვეყანას და გააქრობს ზიზღის ენას“ - ნანუკა ჟორჟოლიანი

ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი - Pia.ge

ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც ეროვნულ შერიგებაზე წერს. 

მისი თქმით, ეროვნული შერიგება ჩიხიდან გამოიყვანს ქვეყანას.

„რატომ გვიკვირს ეროვნული შერიგება ქვეყანაში, სადაც ზვიად გამსახურდიას შვილმა, ედუარდ შევარდნაძის პოლიციაში იმუშავა და მოგვიანებით, მხედრიონის წევრები და ზვიადის მხარდამჭერები ერთ მთავრობაში იყვნენ.

უფრო მეტიც, გიორგის ჩემს გადაცემაში აქვს მოყოლილი როგორ მეგობრობდა ჯაბა იოსელიანის შვილთან. იმ ჯაბასი, რომელმაც მამამისი ამ ქვეყნიდან იარაღით გააგდო და შემდეგ რაც უქნა მთელ სამეგრელოს ცნობილია.

ამიტომ დიახ, დიდი ეროვნული შერიგება უნდა დადგეს დღის წესრიგში ყოველთვის, როცა ეს ჩიხიდან გამოიყვანს ქვეყანას, შეარიგებს ორად გახლეჩილ საზოგადოებას და გააქრობს ზიზღის ენას“, - წერს ნანუკა ჟორჟოლიანი. 

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 „ხელისუფლება სააკაშვილის ციხეში ყოფნით სერიოზულ პოლიტიკურ სარგებელს ნახულობს“ - გია ხუხაშვილი

👉 დღეს პრეზიდენტის რეზიდენციასთან აქცია გაიმართება