მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ხელისუფლება სააკაშვილის ციხეში ყოფნით სერიოზულ პოლიტიკურ სარგებელს ნახულობს“ - გია ხუხაშვილი

ექსპერტმა პოლიტიკურ საკითხებში გია ხუხაშვილი

ექსპერტმა პოლიტიკურ საკითხებში გია ხუხაშვილმა „პალიტრანიუსის“ ეთერში, საქართველოს პრეზიდენტის გაკეთებულ განცხადებაზე ისაუბრა, რომელიც შერიგებას ეხებოდა. 

გია ხუხაშვილის თქმით, შერიგება ორივე მხარეს მხოლოდ თავის წაყენებული პირობებით უნდა და სწორედ ამიტომ არ გამოდის ეს საქმე. 

ამასთან, ექსპერტი ამბობს, რომ სააკაშვილის განცხადებებში მუქარის ტონი შეიმჩნევა.

„შერიგება ხდება დამნაშავესა და დაზარალებულს შორის. შერიგებისას დაზარალებულმა უნდა აპატიოს დამნაშავეს, რომ აპატიოს ამისათვის უნდა იყოს  გულწრფელი მონანიება, ბოდიში ამის საფუძველი კი არ იქმნება. მექანიკური შერიგება არაფრის მომტანი არ არის. შერიგების აქტი ეს არის სერიოზული თემა.

არ არის არც ხელისუფლის და არც მიშა სააკაშვილის რეალური ამოცანა, რეალური შეთანხმება, კონსენსუსი საზოგადოების გამთლიანება. შერიგება უნდათ ორივე მხარეს  თავის პირობებზე. ორივეს უნდა დომინირებდნენ და დაჩაგრონ მოწინააღმდეგე. ამას ეძახიან შერიგებას და ამაშია მთელი სიყალბე, ამიტომ არ გამოდის არაფერი.  სააკაშვილი იგივე განწყობაზეა რაზედაც ოცნება. შერიგებაზე ლაპარაკობს, თუმცა მის განცხადებებში მუქარა შეიმჩნევა“, - აღნიშნა ხუხაშვილმა

ექსპერტმა პოლიტიკურ საკითხებში ექსპრეზიდენტის უცხოეთში სამკურნალოდ გაგზავნაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ სააკაშვილის უცხოეთში სამკურნალოდ გაგზავნა ამ ეტაპზე ალოგიკურია, რადგან მას განსაკუთრებული ტიპის მკურნალობა, რისი საშუალებაც საქართველოში არ არის, არ სჭირდება.

„უცხოეთთან დაკავშირებით ლოგიკა არ ჩანს, მისი მდგომარეობა არ არის ამდენად მძიმე, რომ მას სჭირდებოდეს, განსაკუთრებული იმ ტიპის მკურნალობა, რისი ტექნიკური საშუალებაც საქართველოში არ არის. მიუხედავად იმისა, რომ თავის ტკივილია მათთვის სააკაშვილი, ხელისუფლება სერიოზულ პოლიტიკურ სარგებელს ნახულობს. გამოწოვენ ამ სიტუაციიდან მაქსიმუმს და მერე ან გაუშვებენ ან რაღაცას იზამენ.

ურჩევნიათ სააკაშვილზე ილაპარაკონ, სააკაშვილის გარდა თურმე ამ ქვეყანაში სხვა პრობლემა არ ყოფილა. ან მოსმენების თემა სად დაიკარგა, გაყალბებულია არჩევნებიო როყიოდ რომ მოითხოვენ ხოლმე, ახსოვს ვინმეს ეს? არავის არ ახსოვს, მიშაა მთავარი თემა, მთავარია მიშა იყოს კარგად, თორემ დანარჩენი დაქცეულა ეს ქვეყანა, ვის აინტერესებს“, - განაცხადა გია ხუხაშვილმა.

ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისში პირველ ოქტომბერს დააკავეს და რუსთავის N12 ციხეში შეიყვანეს.

იგი თავს პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევს, რის გამოც დაკავების დღიდან 50 დღე შიმშილობდა. 

მესამე პრეზიდენტი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების პრევენციის მიზნით, რუსთავის პენიტენციური დაწესებულებიდან გლდანის ციხეში 8 ნოემბერს გადაიყვანეს.

18 ნოემბერს მიხეილ სააკაშვილმა ადვოკატების მონახულების შემდეგ გონება დაკარგა და იგი რეანიმაციულ განყოფილებაში მოათავსეს.

20 ნოემბერს მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალში მოათავსეს, რის შემდეგაც მან შიმშილობა შეწყვიტა. 

აგრეთვე წაიკითხეთ:

⚫ „9 მლნ ლარიდან არცერთი ლარი სახელმწიფო ინტერესებს არ მოხმარებია“ - პროკურორი

 სააკაშვილს თავი ნესტორ მახნო ჰგონია, სათოფეზე არ შეიძლება მისი ხელისუფლებასთან გაკარება - ალეკო ელისაშვილი

⚫ „არ ვიცი, რამდენად შესაძლებელი იქნება სააკაშვილის სრული რეაბილიტაცია ამ პირობებში“ - დიტო საძაგლიშვილი