მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

დღეს პრეზიდენტის რეზიდენციასთან აქცია გაიმართება

ოპოზიციის ააქცია პარლამენტთან

მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით დღეიდან აქციებს სამოქალაქო პლატფორმა იწყებს.

აქციის  მონაწილეები ორბელიანის სასახლესთან, 14:00 საათზე შეიკრიბება. მოქალაქეები სალომე ზურაბიშვილს შეახსენებენ, რომ სამოქალაქო დაპირისპირებისა და პოლიტიკური პოლარიზაციის დასრულების ბერკეტი მის ხელშია.

აქციის მონაწილეები ითხოვენ, რომ ეროვნული შერიგების მისაღწევად საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა მესამე პრეზიდენტი შეიწყალოს.

მათი თქმით, შერიგება მესამე პრეზიდენტის გათავისუფლების და პოლიტიკური დევნის დასრულების გარეშე ვერ მოხერხდება.

ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისში პირველ ოქტომბერს დააკავეს და რუსთავის N12 ციხეში შეიყვანეს.

იგი თავს პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევს, რის გამოც დაკავების დღიდან 50 დღე შიმშილობდა. 

მესამე პრეზიდენტი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების პრევენციის მიზნით, რუსთავის პენიტენციური დაწესებულებიდან გლდანის ციხეში 8 ნოემბერს გადაიყვანეს.

18 ნოემბერს მიხეილ სააკაშვილმა ადვოკატების მონახულების შემდეგ გონება დაკარგა და იგი რეანიმაციულ განყოფილებაში მოათავსეს.

20 ნოემბერს მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალში მოათავსეს, რის შემდეგაც მან შიმშილობა შეწყვიტა. 

აგრეთვე წაიკითხეთ:

⚫ „9 მლნ ლარიდან არცერთი ლარი სახელმწიფო ინტერესებს არ მოხმარებია“ - პროკურორი

 სააკაშვილს თავი ნესტორ მახნო ჰგონია, სათოფეზე არ შეიძლება მისი ხელისუფლებასთან გაკარება - ალეკო ელისაშვილი

⚫ „არ ვიცი, რამდენად შესაძლებელი იქნება სააკაშვილის სრული რეაბილიტაცია ამ პირობებში“ - დიტო საძაგლიშვილი