მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„დრო თუ არ გაქვთ, რუსთაველზე გადით, გაშალეთ ლეიბი და წამოკოტრიალდით“ - თეა წულუკიანი თაკო ჩარკვიანს

თაკო ჩარკვიანი და თეა წულუკიანი

პარლამენტში კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი დეპუტატების კითხვებს პასუხობს. 

როცა მინისტრი ერთ-ერთი დეპუტატის კითხვაზე საპასუხოდ, გელათის სარესტავრაციო სამუშაოების პროექტისა და გეგმების შესახებ საუბრობდა, პარტია „კანონი და სამართლის“ ლიდერმა თაკო ჩარკვიანმა მას სიტყვა შეაწყვეტინა და საკუთარ კითხვაზე პასუხის გაცემა მოსთხოვა. 

პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ დეპუტატს მოცდა სთხოვა, რაზედაც თაკო ჩარკვიანმა აღნიშნა, რომ დრო არ აქვს.

„დრო თუ არ გაქვთ, რუსთაველზე გადით, გაშალეთ ლეიბი და წამოკოტრიალდით“, - მიმართა მინისტრმა თაკო ჩარკვიანს. 

შეგახსენებთ, რომ პარლამენტში კულტურის მინისტრის თეა წულუკიანის წლიური ანგარიშის წარდგენა მიმდინარეობს. 

მინისტრი დეპუტატების კითხვებს მორიგეობით პასუხობს. 

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 „ვიტირო თუ ვიცინო არ ვიცი, ეს არის დილეტანტიზმი და არაპროფესიონალიზმი“ - თაკო ჩარკვიანი თეა წულუკიანს მიმართავს

👉 „თქვენი გალიაში მჯდომი ბელადი კაცის მკვლელი იყო და ახლა ცოლის დაპატიმრებას ითხოვს“ - თეა წულუკიანი ოპოზიციას მიმართავს

👉 „გელათში უკვე რამდენიმე თვეა წყალი აღარ ჩაედინება და მიმდინარეობს შრობის პროცესი“ - თეა წულუკიანი