მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„თქვენი გალიაში მჯდომი ბელადი კაცის მკვლელი იყო და ახლა ცოლის დაპატიმრებას ითხოვს“ - თეა წულუკიანი ოპოზიციას მიმართავს

პარლამენტის წევრი 2021

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი, რომელიც პლენარულ სხდომაზე, „მინისტრის საათის“ ფორმატში არის მიწვეული, პარლამენტში სიტყვით გამოვიდა. 

წულუკიანმა ოპოზიციის წარმომადგენლებს მიმართა:

„არის ერთი კატეგორია, ვინც დღეს ყვირის, რომლებიც დღეს „ფეიკ“ სამყაროში გვაცხოვრებენ და ყვირიან მუზეუმს ანგრევენო. ისინი, ვინც თავად ანგრევდა მუზეუმს ან მუზეუმი რომ ინგრეოდა, ხმას არ იღებდა, ყვირიან, რომ ჩვენ თურმე ვიღაცას ვაწამებთ, ვინც მართლა მწამებელი და გამაუპატიურებელი იყო, მკვლელი და ა.შ. ერთ-ერთი ახლა გალიიდან გველაპარაკება.

ეს სიძულვილის ენაა ალბათ, მაგრამ ვერ ვხედავ ამაში ვერავითარ პრობლემას. თქვენი გალიაში მჯდომი ბელადი, რომელსაც ბრიუსელში იცავდით, კაცის მკვლელი იყო და ახლა ცოლის დაპატიმრებას ითხოვს“, - განაცხადა თეა წულუკიანმა. 

აგრეთვე წაიკითხეთ: 

🔴 რა ხდება ამ ეტაპზე გელათში? ისევ თუნუქით არის გადახურული? - ელისაშვილი თეა წულუკიანს

🔴 „გელათში უკვე რამდენიმე თვეა წყალი აღარ ჩაედინება და მიმდინარეობს შრობის პროცესი“ - თეა წულუკიანი

🔴 „ვიტირო თუ ვიცინო არ ვიცი, ეს არის დილეტანტიზმი და არაპროფესიონალიზმი“ - თაკო ჩარკვიანი თეა წულუკიანს მიმართავს