მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

თაკო ჩარკვიანი - ბიძინა ივანიშვილი ნამდვილ, ჭეშმარიტ და დიდ პროტესტს ვერ ხედავს

დეპუტატი თაკო ჩარკვიანი

„რა უნდა გავაკეთოთ და დიდი რაოდენობის ხალხი უნდა დაინახოს ამ აღვირახსნილმა ოლიგარქმა, რომელსაც შემსრულებლად გამოგდებული ჰყავს ირაკლი კობახიძე“, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა თაკო ჩარკვიანმა ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა. 

მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილი ნამდვილ, ჭეშმარიტ, დიდ პროტესტს ვერ ხედავს. 

თაკო ჩარკვიანის აზრით, იმისთვის, რომ ხელისუფლებამ ნაბიჯები გადადგას, საჭიროა ქუჩაში დიდძალი ხალხის გამოსვლა და პროტესტი. 

„ბიძინა ივანიშვილი პროტესტს ვერ ხედავს. ნამდვილ, ჭეშმარიტ, დიდ პროტესტს ვერ ხედავს და არ მინდა მსმენელმა გაიგოს, რომ პროტესტი არ არის. პროტესტი არის, ჩვენ გვინახავს 60 000 კაცი რუსთაველზე, ხომ რამდენჯერმე გამოვიდა, მაგრამ მთლად ისარი გადაიტანო ხალხის მისამართით, ეს უბრალოდ პოლიტიკური სიბეცეა. 

დღეს სასამართლოს ეზოში რომ შევედი, ვიფიქრე, რას გვიკეთებს ეს აღვირახსნილი ოლიგარქი? ისტორიულად ძალიან გაუნათლებელი უნდა იყოს ადამიანი, რომ ისტორიას გადახედოს და არ იცოდეს, რომ არ არსებობს ასეთი აღვირახსნილება კანონის მიმართ, რომელიც თავისით მიდის. ისტორიაში ასეთი შემთხვევა არ ყოფილა, არ არის უბრალოდ. 

რეფორმების გატარება ძალიან რთულია, როდესაც რუსეთი გებრძვის სწორედ პენიტენციურ სისტემაში და სამართლებრივ სისტემაში. იმიტომ რომ რუსეთი ისე არის იქ ორგანულად შესული, რომ იმ სისტემის რეფორმირება ყველა პრეზიდენტს უჭირდა. სააკაშვილმაც სრულად ვერ მოახერხა სისტემის რეფორმირება, თორემ შეპარულები თაგვებივით, კობახიძის მსგავსი ტიპები კი არ ეყოლებოდა გვერდით. წესი და რიგი იცით რა არის? ქუჩაში უნდა  გამოვიდეთ დიდი რაოდენობა. რა, უნდა ავაყირავოთ? ხო, უნდა ავაყირავოთ. 

კონსტიტუციით გვეკუთვნის ხალხო რომ ავაყირავოთ, რატომ გეშინიათ ამ სიტყვის? შვილების მომავლის მიმტაცებელი, მოხუცის პენსიის წამღები, მკვლელობის ჩამდენი და იმ მკვლელობის მონაწილედ რომ გაქცევს და უნდა გამოცვალო, ამ სიტყვის რატომ გეშინიათ? 

ევროპელებს არ შეეშინდათ და ევროპული კონვენციით მონიჭებული უფლება არის ჯანყის უფლება. პირდაპირ წერია. რა უნდა გავაკეთოთ და დიდი რაოდენობის ხალხი უნდა დაინახოს ამ აღვირახსნილმა ოლიგარქმა, რომელსაც შემსრულებლად გამოგდებული ჰყავს ირაკლი კობახიძე“, - აცხადებს თაკო ჩარკვიანი. 

აგრეთვე წაიკითხეთ:

✔️ პატიმარი 2 კილომეტრიდან ვერ ჩართეს - შალვა ხაჭაპურიძე სააკაშვილზე

✔️ მიხეილ სააკაშვილი სასამართლო პროცესს ვერ ერთვება

✔️ მოსამართლემ პენიტენციურ სამსახურს დაავალა, სააკაშვილთან დაკავშირებული ყველა დაცული ვიდეომასალა, დაცვის მხარეს გადასცეს

✔️ 23 წლის ქალი ავსტრალიაში საკრუიზო ლაინერიდან გადავარდნის შედეგად დაიღუპა

✔️ ილონ მასკი მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი აღარაა

✔️ დანილოვი დარწმუნებულია, რომ რუსეთში გაჩენილი ხანძრების რიცხვი კიდევ უფრო გაიზრდება