მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ეს არის ლაგამამოდებული პრეზიდენტი, ხან მოუშვებენ ლაგამს და ხან ძალიან მოუჭერენ“ - რომან გოცირიძე სალომე ზურაბიშვილზე

 „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა რომან გოცირიძემ საქართველოს პრეზიდენტს ლაგამამოდებული უწოდა. მისი თქმით, ხელისუფლება სალომე ზურაბიშვილს ხან მოუჭერს ლაგამს და ხან მოუშვებს.

„ეს არის ლაგამამოდებული პრეზიდენტი, ხან მოუშვებენ ლაგამს და ხან ძალიან მოუჭერენ. გუშინ და გუშინ წინ ძალიან მოუჭირეს და ძალიან მტკივნეულ ადგილებზე დააბიჯეს ფეხი. მათ {ხელისუფლება} არ უნდათ, რომ სალომე ზურაბიშვილს რაიმე აქტიურობა ჰქონდეს დასავლეთში და რაიმე განცხადებები გააკეთოს უკრაინის მხარდასაჭერი, ვინმე შეიწყალოს, ბიძინა ივანიშვილს ისედაც იცავს“, - განაცხადა გოცირიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ:

👉 „არავის ბრალი არაა, გარდა ჩვენი თავისა, რომ ვერ ვიყოლიეთ პრეზიდენტი, რომელსაც ესმის, რა არის საქართველოს კონსტიტუციური უფლებამოსილებები საპარლამენტო მოდელში“ - თეა წულუკიანი

👉 „ან არ იცის, ან უნდა, საზოგადოება შეცდომაში შეიყვანოს, ან თვითონ არის შეცდომაში შეყვანილი“ - გია ვოლსკი სალომე ზურაბიშვილზე