მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ირაკლი ღარიბაშვილი: ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილება სახელმწიფოებრივი აზროვნების, სახელმწიფოებრივი საქციელის კარგი მაგალითი და უმაღლესი სტანდარტია

„ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილება სახელმწიფოებრივი აზროვნების, სახელმწიფოებრივი საქციელის კარგი მაგალითი და უმაღლესი  სტანდარტია”

თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ბიძინა ივანიშვილის მიერ პარტიის თავმჯდომარის პოსტისა და პოლიტიკის დატოვების გადაწყვეტილებას გამოეხმაურა. ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან კომენტარი „ქართული ოცნების“ ოფისში პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთა. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. 

მისი შეფასებით, ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილება სახელმწიფოებრივი აზროვნების, სახელმწიფოებრივი საქციელის კარგი მაგალითი და უმაღლესი სტანდარტია. თავდაცვის მინისტრმა ქვეყნის განვითარების, წინსვლის, დემოკრატიული პროცესების გაძლიერების საქმეში ბიძინა ივანიშვილის უდიდესი წვლილი აღნიშნა და მას მადლობა გადაუხადა.

„ალბათ ისტორიაში უნდა გაიმიჯნოს მისი ქველმოქმედებითი საქმიანობა და მისი პოლიტიკური მოღვაწეობა. ეს არის ადამიანი, რომელმაც გადადგა უპრეცედენტო ნაბიჯი და გვასწავლა უმაღლესი სტანდარტი სახელმწიფოებრივი ქცევისა. მის მოღვაწეობას სჭირდება მრავალი წელი იმისთვის, რომ ჩვენმა ხალხმა კიდევ ერთხელ კარგად შევაფასოთ და შემდეგ დავაფასოთ მისი ეს საქმიანობა. დღევანდელი გადაწყვეტილება ადასტურებს, რომ იგი თავად მართავდა ძალაუფლებას და თავად თქვა მასზე უარი“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა „ნაციონალური მოძრაობის“ დამარცხებისა და 2012 წელს ხელისუფლების მშვიდობიანად შეცვლის პროცესში ბიძინა ივანიშვილის როლი კიდევ ერთხელ გაიხსენა:

„რომ არა ბიძინა ივანიშვილი, ჩვენი ქვეყანა ვერ გათავისუფლდებოდა იმ მჩაგვრელი, მოძალადე რეჟიმისგან, რომელიც სულ რაღაც 10 წლის წინ ქვეყანაში იყო დამყარებული. აქედან გამომდინარე, მე ვუერთდები ჩემი კოლეგების შეფასებებს და მადლიერების გრძნობით მინდა კიდევ ერთხელ აღვნიშნო ბიძინა ივანიშვილის მოღვაწეობა“.

ინფორმაციისთვის, დღეს ბიძინა ივანიშვილის წერილი გავრცელდა, სადაც ამბობს, რომ პოლიტიკიდან საბოლოოდ მიდის.

აგრეთვე წაიკითხეთ: 👇

👉„არასდროს გადავუხვევთ დემოკრატიისა და თავისუფლების გზას“

👉 ბოროტება შესუსტებულია, თუმცა მისი მავნე ზემოქმედება ჯერ კიდევ იგრძნობა

👉 ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან მიდის

👉 ბოლო წლების განმავლობაში ბიძინა ივანიშვილი იყო ქართული პოლიტიკის შემქმნელი, განმსაზღვრელი ძალა