მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ისტორიული უსამართლობა, რომელიც სააკაშვილის ტყვეობას გულისხმობს, დასასრულებელია“ - მელია

ნიკა მელია

„არცერთი ჩვენგანი არასოდეს გავაპროტესტებდით ადამიანის მიმართ სისხლის სამართლებრივ დევნასაც კი, თუკი გვეცოდინებოდა და გვექნებოდა განცდა იმისა, რომ სასამართლო არის ოდნავ სამართლიანი“, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ნიკა მელიამ მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მორიგი სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. 

ოპოზიციონერი ლიდერი ამბობს, რომ ისტორიული უსამართლობა, რომელიც მესამე პრეზიდენტის ტყვეობას გულისხმობს, უნდა დასრულდეს. 

„ეს ისტორიული უსამართლობა არის დასასრულებელი, რომელიც გულისხმობს მიხეილ სააკაშვილის ტყვეობას და პატიმრობას. მურუსიძეების და რეჟიმის გასასამართლებელი არ არის მიხეილ სააკაშვილი. ადამიანები, რომლებიც მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები არიან, რა თქმა უნდა, გულგრილები ვერ იქნებიან და სასამართლო პროცესები, რომლებიც უხვად ტარდება, შეუმჩნეველი ვერ იქნება მისი და პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან. 

არცერთი ჩვენგანი არასოდეს გავაპროტესტებდით, ადამიანის მიმართ სისხლის სამართლებრივ დევნასაც კი, თუკი გვეცოდინებოდა და გვექნებოდა განცდა იმისა, რომ სასამართლო არის ოდნავ სამართლიანი“, - აღნიშნა ნიკა მელიამ. 

შეგახსენებთ, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე სასამართლო პროცესი გაიმართა. 

ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გასული წლის პირველ ოქტომბერს დააკავეს. იგი ამჟამად რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფება. 

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉  „თითზე გადასახვევი არ წამიღია ქვეყნიდან, ყველაფერი გავაკეთე და ახლა ჩემს თვალწინ ინგრევა“ - სააკაშვილი

👉  „დავტოვე პენსია - 90 დოლარი, 10 წლის თავზე პენსია არის 77 დოლარი“ - მიხეილ სააკაშვილი

👉 „ზვიად გამსახურდიას რატომ არ ასამართლებთ, რა, უკვე ვეღარ ასამართლებთ?“ - მიხეილ სააკაშვილი