მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ჯეროვანი პატივისცემა არ გამოიჩინეს ჩვენ მიმართ, ზოგადად, ოპოზიციას შორის ურთიერთობა არასწორია“ - ვახტანგ მეგრელიშვილი

პოლიტიკური ჯგუფის „გირჩის“ წევრი ვახტანგ მეგრელიშვილი

პარტია „გირჩის“ ლიდერმა ვახტანგ მეგრელიშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში ოპოზიციის მიერ რიგგარეშე სესიის მოწვევაზე ისაუბრა. მისი თქმით, მის ოპოზიციონერ კოლეგებს რაოდენობრივად რომ სჭირდებოდეთ „გირჩის“ დახმარება, შესაძლოა, დახმარებოდნენ კიდეც, მაგრამ, როგორც მეგრელიშვილმა აღნიშნა, „ჯეროვანი პატივისცემა არ გამოიჩინეს ჩვენ მიმართ, ტექნიკურადაც, არ მომწონს არსებული დამოკიდებულებით სესიის მოწვევა, ზოგადად, ოპოზიციას შორის ურთიერთობა არასწორია“.

„ოპოზიციიდან ჩვენს კოლეგებს რაოდენობრივად ჩვენი ხმები არ სჭირდებოდათ, რომ დავხმარებოდით, თორემ რაოდენობრივი პრობლემა რომ ყოფილიყო, შეიძლება, დავხმარებოდით კიდევაც, რადგან ლაპარაკზე ჩვენ არასდროს უარი არ გვითქვამს. ასევე, არ მგონია მაინც და მაინც სწორი, როგორც იგეგმება თვითონ ეს სესია. მაგალითად, სამუშაო შეხვედრებზე, რომელზედაც ჩემთვის სრულიად გაუგებრად ჩვენმა კოლეგებმა თქვეს უარი, უნდა განხილულიყო იგივე საკითხები, რომლებიც ახლა პრეზიდენტთან მიმართვის დროს, რიგგარეშე სესიის მოწვევის მიზეზად დაასახელეს და იქ არ მონაწილეობდნენ. ამავე დროს, რიგგარეშე სესიის აზრი მდგომარეობს იმაში, რომ ჩვენ, როგორც ოპოზიცია, ისე ხელისუფლება შევთანხმდეთ, თუ როგორ გავატარებთ ამ 6-თვიან პერიოდს.

შევთანხმდეთ მთავარ საკითხებზე და ა.შ. ჩემი აზრით, ასეთი სესიის მოწვევა შეიძლებოდა იმ შემთხვევაში, როდესაც მართლა წინასწარ შავი სამუშაო შესრულებული გაქვს, იცი დაახლოებით პოზიციები და გინდა, რაღაცნაირად შეთანხმებას ფორმა მისცე სესიის დროს. ასეთ შემთხვევაში ეს იქნებოდა ძალიან კარგი შესაძლებლობა. მაგრამ იმ დაპირისპირების ფონზე, უნდა დაინიშნოს თუ არა ეს სესია, თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ, შეიძლება, ამ სესიის განმავლობაში კონსტრუქციული დიალოგი შედგეს მხარეებს შორის? ასეთი დანიშნული სესიის პირობებში ძალიან რთულია ეს ამბავი. მე ზოგადად სესიის წინააღმდეგი არ ვარ. დამავიწყდა, მეთქვა, რომ მათ ჯეროვანი პატივისცემა არ გამოიჩინეს ჩვენ მიმართ. ანუ, იმისთვის, რომ სინამდვილეში გინდოდეს ასეთი რაღაცის გაკეთება, როგორც მინიმუმ, უნდა აუხსნა შენს კოლეგებს, ანუ, ჩვენ უნდა აგვიხსნა, რატომ არის ერთნაირი მნიშვნელობის საკითხი მაგალითად, ანტიკორუფციულ თემაზე და კონსტიტუციურ ცვლილებებზე საუბარი. კონსტიტუციური ცვლილებები ერთმნიშვნელოვნად არის დეპოლარიზაციისკენ გადადგმული ნაბიჯი და ამ საკითხებზე არასდროს არ გვილაპარაკია. არასდროს არ ყოფილა ეს ჩვენი პოლიტიკურად გარჩევის თემა. მე ტექნიკურადაც არ მომწონს ასეთი დამოკიდებულებით სესიის მოწვევა. ჩემი აზრით, არასწორია ზოგადად ოპოზიციას შორის ურთიერთობა და მათი კომუნიკაციის ხარისხი იმსახურებს, რომ ის გაუმჯობესდეს, უფრო კოორდინირებული ვიყოთ“, - განაცხადა მეგრელიშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ:

👉 „პოლარიზაციის დასრულებაზე პასუხისმგებლობა არის ყველა მხარეზე, განსაკუთრებით კი, ჩემი აზრით, მედიაზე“ - ლევან იოსელიანი

👉 ოპოზიციის წარმომადგენლები უკვე იმდენი ხანია რიგგარეშე სესიაზე საუბრობენ, რომ უკვე მალე მორიგი სესია მოვა - შალვა პაპუაშვილი

👉 ოპოზიცია რიგგარეშე სხდომის დანიშვნის მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვებას იწყებს, რომელსაც სალომე ზურაბიშვილს გადაუგზავნის