მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ხელისუფლებას თუ მართლა სურს რაღაც ნაბიჯის გადადგმა, მარტივია, დაუბრუნდეს შარლ მიშელის შეთანხმებას - ნიკა სიმონიშვილი 

საიას თავმჯდომარე

„თუ ხელისუფლებას მართლაც რაღაც ნაბიჯის გადადგმა სურს ეს არის ძალიან მარტივი, ხელისუფლება დაუბრუნდეს შარლ მიშელის შეთანხმებას, თავიდან მოაწეროს ხელი და შემდგომ უკვე სხვანაირად შეიძლება ვიფიქროთ“, - ამის შესახებ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარემ ნიკა სიმონიშვილმა „ფორმულას“ ეთერში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე საუბრისას განაცხადა. 

სიმონიშვილის თქმით, „ხელისუფლება შერბილდა და პრემიერ-მინისტრი რამდენიმე დღის წინ თუ ამბობდა „იქნებ ერთად გვემუშავა“, ახლა უბრალოდ არ იმჩნევენ და ერთგვარ იგნორზე გადავიდნენ, რაც ხალხის ძალასთან მიმართებით ხელისუფლების შიშებზე პირდაპირ მიანიშნებს“.

„გაუგებარია რა ხედვა აქვს და რა ნაბიჯების გადადგას აპირებს ხელისუფლება, მაშინ როდესაც ჩვენ ვნახეთ რომ „ქართულმა ოცნებამ“ ღარიბაშვილის თაოსნობით ფაქტობრივად ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ ქვეყანას კანდიდატის სტატუსი არ მიეღო. 

სხვათაშორის დღიდან დღემდე ხელისუფლების რიტორიკა ამ აქციასთან მიმართებით იცვლება, თავდაპირველად შეირაცხა როგორც „ნაცების“ აქცია, შემდგომ თურმე იქ „ოცნების“ მხარდამჭერებიც იყვნენ და ლამის თავის თავზე დაიბრალეს.

შემდეგ ხელისუფლება შერბილდა და პრემიერ-მინისტრი რამდენიმე დღის წინ თუ ამბობდა „იქნებ ერთად გვემუშავა“, ახლა უბრალოდ არ იმჩნევენ და ერთგვარ იგნორზე გადავიდნენ, რაც  ხალხის ძალასთან მიმართებით ხელისუფლების შიშებზე პირდაპირ მიანიშნებს. 

ძალიან საინტერესოა ის, რომ ხელისუფლებამ აგრესიულად ლაპარაკის რიტორიკა შეცვალა და ასე აგრესიულად აღარ გამოიყურება, ირაკლი ღარიბაშვილი ერთგვარად ცდილობს და გვაჩვენებენ იმას, რომ თითქოს თანამშრომლობისთვის არიან მზად. ითქვა ყველაფერს გავაკეთებთო, რაც რეალურად არის სრული ტყუილი. 

ხელისუფლებას თუ რაღაცის გაკეთება სურდა აქამდე უნდა გაეკეთებინა, მიშელის დოკუმენტიდან არ უნდა გასულიყვნენ და აქამდე უნდა გაეკეთებინათ ის ყველაფერი რასაც ევროკავშირი გვთხოვდა. თუ ხელისუფლებას მართლაც რაღაც ნაბიჯის გადადგმა სურს ეს არის ძალიან მარტივი, ხელისუფლება დაუბრუნდეს შარლ მიშელის შეთანხმებას, თავიდან მოაწეროს ხელი და შემდგომ უკვე სხვანაირად შეიძლება ვიფიქროთ.

ხელისუფლებამ ამ ნაბიჯის გადადგმა უბრალოდ არ სურს, არც პოლარიზაციის დასრულებაზე ზრუნავს და არც რეფორმების განხორციელებაზე. ხელისუფლება ცდილობს, რომ ხალხი შეცდომაში შეიყვანოს და თამაშობს როლს, რომ ის თითქოს აგრესიული კი არ არის, არამედ ის არის ბრწყინვალე მთავრობა, ირაკლი ღარიბაშვილი არის ბრწყინვალე პრემიერ-მინისტრი. ხალხის ძალა და ხალხის ძალის ჩვენება არის ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენ ძალიან კარგად ვიცით რაც გვაქვს გასაკეთებელი“, - აღნიშნა ნიკა სიმონიშვილმა. 

რაც შეეხება ეროვნული თანხმობის მთავრობას, ნიკა სიმონიშვილის ამბობს, რომ ტექნოკრატიული მთავრობა გულისხმობს კონსენსუსზე დაფუძნებით მთავრობის შემადგენლობით ჩამოყალიბებას. 

სიმონიშვილის თქმით, იმის თქმა, რომ ტექნიკური მთავრობის ჩამოყალიბება არაკონსტიტუციურია, ტყუილია. 

„ხელისუფლება ამბობს, რომ ეს არის არაკონსტიტუციური, რაც არის ტყუილი. იმიტომ რომ ე.წ. ტექნოკრატიული მთავრობა გულისხმობს კონსენსუსზე დაფუძნებით მთავრობის შემადგენლობით ჩამოყალიბებას ანუ ყველა პარტია, საზოგადოება უნდა ვთანხმდებოდეთ, რომ კონკრეტულ თანამდებობებზე კონკრეტული პირები იქნებიან მისაღები. 

ეს რა თქმა უნდა, სრულიად კონსტიტუციურია. ხელისუფლების ცვლილება მშვიდობიანი, არაძალადობრივი და მათ შორის საპროტესტო ფორმით თუნდაც ხელისუფლების იძულება, რომ რაღაც ნაბიჯი გადადგას, არა თუ არაკონსტიტუციური, პირიქით კონსტიტუციით არის დასაშვები“, - დასძინა ნიკა სიმონიშვილმა. 

შეგახსენებთ, აქციის „შინ ევროპისკენ“ ორგანიზატორებმა 24 ივნისს გამართულ აქციაზე მთავარი მოთხოვნა წამოაყენეს - ერთი კვირის ვადაში გადადგეს მთავრობის მეთაური ირაკლი ღარიბაშვილი და შეიქმნას ეროვნული თანხმობის მთავრობა.

ამავე თემაზე: 

➖  ეროვნული თანხმობის მთავრობის ერთადერთი ფუნქცია დიდი ტურბულენტობის გარეშე ევროკავშირის 12-ვე პუნქტის შესრულება იქნება - შოთა დიღმელაშვილი

➖ ტექნოკრატია - რას ნიშნავს ტექნიკური მთავრობა?

➖ რას ნიშნავს ტექნიკური მთავრობა და რამდენად რეალურია ამ ტიპის მთავრობის შექმნა? - შოთა კაკაბაძის განმარტება