მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ყველამ ერთი დავალება უნდა შეასრულოს როგორც მთავრობაში, ასევე ოპოზიციაში - მაიკლ გალერი 12 პუნქტიანი გეგმის შესრულებაზე

ევროპარლამენტარი მაიკლ გალერი

ევროპარლამენტარი მაიკლ გალერი ამბობს, რომ ყოველთვის შეიძლება იყოს კამათი იმასთან დაკავშირებით თუ როგორ უნდა შესრულდეს პრაქტიკაში 12 პუნქტიანი გეგმა. 

გალერი „რუსთავი 2“-თან საუბარში ამბობს, რომ ყველამ ერთი დავალება უნდა შეასრულოს, როგორც მთავრობაში, ასევე, ოპოზიციაში. 

„პირველ რიგში, უნდა მოხდეს მუშაობა 12-პუნქტიანი რეკომენდაციის შესრულებაზე. მეორე - ჩვენ ყოველთვის ვიყავით ეროვნული დიალოგის მომხრე იმ საკითხზე, სადაც არსებობს ფართო კონსენსუსი. ახლა, ეს ძალიან კონკრეტული 12 პუნქტიანი გეგმა არის სამუშაო დღის წესრიგი, რომლის შესრულებაზეც ყველამ ერთიანად უნდა იმუშაოს. სწორედ ამას მოვუწოდებ როგორც მმართველ პარტიას, ასევე, ოპოზიციას.

ყოველთვის შეიძლება იყოს კამათი, თუ როგორ შესრულდეს პრაქტიკაში 12 პუნქტიანი გეგმა, თუმცა არსებითად, ყველამ ერთი დავალება უნდა შეასრულოს როგორც მთავრობაში, ასევე ოპოზიციაში. ჩვენი შთაბეჭდილებაა, რომ ამ სიტუაციიდან გამომდინარე არის წინსვლა დიალოგისკენ. ეს არის ის, რასაც მოქალაქეები ელოდნენ ყველასგან, პირველ რიგში ხელისუფლებისგან, რადგან ისინი მართავენ ქვეყანას, თუმცა ასევე ოპოზიციისგან. თუ იქნება დადებითი კონკურენცია კრიტერიუმების შესრულების პროცესში, ამას მივესალმებით“, - აცხადებს მაიკლ გალერი. 

აგრეთვე დაგაინტერესებთ: 

✅  ჩვენ არ ვცდილობთ საქართველოში რევოლუციას, ჯერი პოლიტიკოსებზეა, ადეკვატურად მოიქცნენ - ანდრიუს კუბილიუსი

✅ „ველოდები, რომ მთელ დასავლეთს ფარდას ახდის ეს სამეული“ - ხვიჩია მმართველი გუნდიდან 3 წევრის წასვლაზე

✅ „ყვავებს გამოეყვნენ ქორები“ - რომან გოცირიძე მმართველი გუნდიდან 3 წევრის წასვლაზე

 თუ ისინი უფრო გახისტდნენ, ვიდრე ამას „ოცნება“ აკეთებს, მაშინ მარტივად გადაინაცვლებენ „ალტ ინფოს“ ველში - იაგო კაჭკაჭიშვილი ხუნდაძე-სუბარი-ყაველაშვილზე

✅ სოზარ სუბარი „ქართული ოცნების“ დატოვების შემდეგ პირველ კომენტარს აკეთებს