მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ველოდები, რომ მთელ დასავლეთს ფარდას ახდის ეს სამეული“ - ხვიჩია მმართველი გუნდიდან 3 წევრის წასვლაზე

დეპუტატი და „გირჩის“ ლიდერი

პარტია „გირჩის“ ლიდერი იაგო ხვიჩია სოზარ სუბარის, მიხეილ ყაველაშვილისა და დიმიტრი ხუნდაძის მიერ პარტია „ქართული ოცნების“ დატოვებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ პარტია ყველა „ქართული ოცნების“ წევრმა უნდა დატოვოს. 

„ველოდები, რომ მთელ დასავლეთს ფარდას ახდის ეს სამეული და აჩვენებს ქართველ ხალხს, თუ რა ბოროტება იმალება ფარდის უკან. „ქართული ოცნებიდან“ წასვლის ისეთი არგუმენტი ითქვა, რომ სიმართლის სალაპარაკოდ მიდის ხალხიო, „ქართულ ოცნებას“ მოვუწოდებდი, ერთი დღის ან ერთი კვირით პარტიიდან ყველა წავიდნენ, სიმართლე ილაპარაკონ და შემდეგ ისევ „ქართულ ოცნებაში“ დაბრუნდნენ. მგონია ასეთი მიზანი აქვს ამ ხალხსაც. მთლიანად „ოცნებას“ მოვუწოდებდი სრული სიმართლის ლაპარაკისკენ“, - აცხადებს პარტია „გირჩის“ ლიდერი. 

ინფორმაციისთვის, სოზარ სუბარმა, მიხეილ ყაველაშვილმა და დიმიტრი ხუნდაძემ ფრაქცია „ქართული ოცნება“, პარტია და საპარლამენტო თანამდებობები დატოვეს.

აგრეთვე, დაგაინტერესებთ:

✅ „ყვავებს გამოეყვნენ ქორები“ - რომან გოცირიძე მმართველი გუნდიდან 3 წევრის წასვლაზე

თუ ისინი უფრო გახისტდნენ, ვიდრე ამას „ოცნება“ აკეთებს, მაშინ მარტივად გადაინაცვლებენ „ალტ ინფოს“ ველში - იაგო კაჭკაჭიშვილი ხუნდაძე-სუბარი-ყაველაშვილზე

✅ სოზარ სუბარი „ქართული ოცნების“ დატოვების შემდეგ პირველ კომენტარს აკეთებს

✅ „ეს გადაწყვეტილება მარტივი არ იყო“ - დიმიტრი ხუნდაძე „ქართული ოცნებიდან“ წასვლაზე