მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

სოზარ სუბარი „ქართული ოცნების“ დატოვების შემდეგ პირველ კომენტარს აკეთებს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი სოზარ სუბარი Pia.ge

სოზარ სუბარი მმართველი გუნდის დატოვების შემდეგ პირველ კომენტარს აკეთებს და პარტიიდან წასვლის მიზეზებს განმარტავს. 

„რთული პერიოდი დგას ზოგადად ჩვენს რეგიონში და საქართველოც ამ რეგიონის ნაწილია. მოგისმენიათ არაერთი განცხადება. იყოს პირდაპირი და არაპირდაპირი მცდელობები. ერთადერთი, რასაც შეუძლია საფრთხე აგვაცილოს თავიდან,  ეს არის ხალხის მხარდაჭერა და ხალხის განწყობა. ხალხმა უნდა იცოდეს სიმართლე. 

ერთი მხრივ, დგას ომში ჩართვის საფრთხე, მეორე მხრივ დგას ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილების -  ეს არის ევროკავშირში ჩვენი გაწევრიანების შესაძლებლობა, მაგრამ თუკი ახდა იმათი განწყობა, ვისაც უნდა ომში ჩართვა უნდა, მაშინ ყველაფერი დაგვრჩება განზე. ამიტომ ჩვენ ხალხს უფრო მეტი სიმართლე უნდა ვუთხრათ, რისი საშუალებაც არ გაქვს, როდესაც მმართველი გუნდის წევრი ხარ. საზოგადოებამდე ინფორმაცია მიდის, მაგრამ როცა ხარ მმართველ გუნდში, ბუნებრივია, გაქვს გარკვეული შეზღუდვები“, - აღნიშნა სოზარ სუბარმა ტვ „პირველთან“ საუბარში. 

ინფორმაციისთვის, სოზარ სუბარმა, მიხეილ ყაველაშვილმა და დიმიტრი ხუნდაძემ ფრაქცია „ქართული ოცნება“, პარტია და საპარლამენტო თანამდებობები დატოვეს. 

აგრეთვე, დაგაინტერესებთ:

„ეს გადაწყვეტილება მარტივი არ იყო“ - დიმიტრი ხუნდაძე „ქართული ოცნებიდან“ წასვლაზე