მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ვწუხვარ თუ ეს რაიმე ახალი სახის პოლიტიკაა, რომ უარი თქვან ჩემს ციხეში შესვლაზე“ - ლიზა იასკო

უკრაინის რადას დეპუტატი

უკრაინის რადას დეპუტატი ლიზა იასკო აცხადებს, რომ ციხეში ექსპრეზიდენ სააკაშვილის მოსანახულებლად არ უშვებენ, მიუხედავად იმისა რომ საბუთები წესრიგში აქვს. 

„აქამდე ციხეში მიხეილ სააკაშვილის მონახულების პრობლემა არ მქონია. დაშვება არ მაქვს და სამწუხაროდ, არანაირი ინფორმაცია ბაზაში არ არის, მიუხედავად იმისა, რომ ყველა საბუთი წესრიგში მაქვს.

ვწუხვარ თუ ეს რაიმე ახალი სახის პოლიტიკაა, რომ უარი თქვან ჩემს ციხეში შესვლაზე. მეუბნებიან, რომ მოვიცადო. უკრაინის პარლამენტის წევრი ვარ და ჩემი სამუშაო მაქვს“, - განაცხადა ლიზა იასკომ. 

ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გასული წლის პირველ ოქტომბერს დააკავეს. იგი ამჟამად რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფება. 

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 „კვლავ რჩება ნევროლოგიური სიმპტომატიკა, წონასწორობის დარღვევა, სისუსტე, ასევე, ანემია“ - ნევროლოგი სააკაშვილზე

👉 „მიხეილ სააკაშვილის მკურნალობა და დიაგნოსტიკა არის არაადეკვატური“ - მარიამ ჯიშკარიანი

👉 „სააკაშვილთან მიმართებით კვლავ შეუსრულებელია ფსიქოლოგიური და ფიზიკური რეაბილიტაციის საჭიროებაზე გაცემული რეკომენდაციები“ - ლომჯარია