მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ნიკა მელიამ ვერ გაუძლო იმ ტვირთს, რასაც პოლიტიკაში ლიდერობა ჰქვია, პოლიტიკური ლუსტრაცია სახეზეა, მან პროცესი დაძირა - თაკო ჩარკვიანი

დეპუტატი თაკო ჩარკვიანი

„არ არსებობს პოლიტიკური ალიყური ვინმეს ისე ვუთავაზო, რომ არ ვფლობდე ძალიან სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან დამაზიანებელ ინფორმაციას. დიდი ხანია ნიკა მელიაზე ვსაუბრობ, სამწუხაროდ არ დამიჯერეს“, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა თაკო ჩარკვიანმა „ტვ პირველის“ ეთერში „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას მიერ გაკეთებულ განცხადებაზე საუბრისას განაცხადა, რომლის თანახმადაც მელიამ აღნიშნა, რომ თავდაცვის ექსმინისტრი დავით კეზერაშვილი არ არის გულწრფელი ბიძინა ივანიშვილთან ბრძოლაში და რაც უფრო შორს იქნება პოლიტიკური სპექტრისგან, მით უკეთესი იქნება პოლიტიკური ცხოვრებისთვის.

თაკო ჩარკვიანმა მელიაზე საუბრისას ხაზგასმით აღნიშნა, რომ პოლიტიკური ლუსტრაცია არის სახეზე. 

„არავინ იფიქროს, რომ ახლა რაღაცა ნიშნის მოგებით ვსაუბრობ, პირიქით, ძალიან მტკივა და მაწუხებს. პირადად მე ბევრ ჩემს მეგობართან და თანამოაზრესთან ერთად ძალიან დიდი წვლილი მაქვს შეტანილი, რომ დასავლური მსხვილი ოპოზიციური პარტია მომძალვრებულიყო.

დიდი ხანია ამაზე ვსაუბრობ და არ არსებობს პოლიტიკური ალიყური ვინმეს ისე ვუთავაზო, რომ არ ვფლობდე ძალიან სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან დამაზიანებელ ინფორმაციას. მე დიდი ხანია ნიკა მელიაზე ვსაუბრობ, სამწუხაროდ არ დამიჯერეს. ვფიქრობ, პოლიტიკური ლუსტრაცია სახეზეა. 

მარტივად გეტყვით, მორალს რომ ამოაცლი პოლიტიკას, იქ პოლიტიკას ვერ გააკეთებ. გეტყვით თუ რატომ. საერთოდ არ ვიცი ვინ არის კეზერაშვილი, რომ არ მოგატყუოთ და ვერც მის დამცველად გამოვდგები, მაგრამ როდის გაიგო ამის შესახებ ნიკა მელიამ? ასე არ შეიძლება, მხოლოდ ღირებულებებით შეიძლება იბრძოლო. 

არ შეიძლება სხვაგვარად ბრძოლა. რაც ახლა მაგან ამ განცხადებით გააკეთა, დეოლიგარქიზაციის კანონთან დაკავშირებით, მდინარაძემ უპასუხა და თქვა, უი, მოსულაო და სწორად დაუწყია აზროვნებაო. გამორიცხულია მე ვიღაცა ამოვიჩემო, ნიკა როდესაც ციხეში იყო, ძალიან დავუდექი გვერდით და მისთვის ყველა ინსტანციაზე ვიბრძოდი. ასე არ შეიძლება. ეს ადამიანებში ფასეულობების დაცემას ბადებს. არ შეიძლება პოლიტიკის გამო გადააბიჯო“, - აღნიშნა თაკო ჩარკვიანმა. 

ჟურნალისტის კითხვაზე თუ რას გულისხმობს ის პოლიტიკურ ლუსტრაციაში, თაკო ჩარკვიანმა თქვა, რომ ის დიდი ხანია მელიას თამაშს ხედავს. 

„მე დიდი ხანია ნიკას თამაშს ვხედავ. ვხედავ ნიკამ ვერ გაუძლო იმ დიდ ტვირთს, რასაც პოლიტიკაში ლიდერობა ჰქვია. მან ძალიან შეგნებულად დაძირა პროცესი, ძალიან შეგნებულად... მე დიდ ხანს ვფიქრობდი, რომ ეს მისი გულუბრყვილობა იყო. თუ ასეთი უმწიფარია პოლიტიკაში, მაშინ საერთოდ ხელი უნდა აეღო ამ ყველაფერზე“, - აცხადებს თაკო ჩარკვიანი. 

აგრეთვე დაგაინტერესებთ: 

დავით კეზერაშვილის შესახებ ნიკა მელიას განცხადება უცნაურია - დავით კირკიტაძე

გულწრფელად ვწუხვარ კეზერაშვილზე ნიკა მელიას განცხადების გამო, როცა რუსი ოლიგარქის რეჟიმი დასუსტებულია, პარტიის თავმჯდომარისგან ისრების გადატანა არასწორია - ლევან ხაბეიშვილი

➖  არაორდინარულ მდგომარეობაში ვართ და სერიოზული მსჯელობა იმაზე თუ რა უნდა გააკეთოს ხელისუფლებამ, არასერიოზულია - ზურაბ ჯაფარიძე რუსეთიდან მოქალაქეების შემოსვლაზე