პოლიტიკა

პარლამენტში შალვა ნათელაშვილისთვის დეპუტატის მანდატის შეწყვეტაზე მსჯელობა დაიწყო

ნათელაშვილი შალვა
1642764335
დაკოპირებულია

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტში „ლეიბორისტული პარტიის“ თავმჯდომარისთვის შალვა ნათელაშვილისთვის დეპუტატის მანდატის შეწყვეტაზე დაიწყო მსჯელობა. 

მანამდე, შალვა ნათელაშვილმა განაცხადა, რომ პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით გამოკითხვას ჩაატარებს და გადაწყვეტილებას ამის საფუძველზე მიიღებს. 

„მარტო „ოცნების“ კი არა, საოცრებათა სამყაროში ვცხოვრობთ. მსოფლიომ იცის, რომ შეტანილი მაქვს განცხადება უფლებამოსილების შეწყვეტაზე პარლამენტში, რადგან რეჟიმმა გააყალბა არჩევნები და ჩვენი ნება თავზე გადაგვახია და არ მიწყვეტენ უფლებამოსილებას. საკმარისი იყო სოციალურ ქსელებში დაგვეწყო გამოკითხვა, შევიდეთ თუ არა პარლამენტში, მას შემდეგ, რაც ოპოზიცია შელაგდა და აზრი დაკარგა ბოიკოტმა, მაშინვე გაახსენდათ სხდომის გაცდენები და დაიწყეს უფლებამოსილების შეწყვეტაზე დაიწყეს მსჯელობა შესაბამის კომიტეტში. 

ეს ერთი მხრივ იწვევს დიდ სიხარულს, რადგან ოლიგარქიულ რეჟიმს პათოლოგიურად ეშინია ჩვენი და იმ სიმართლის, რასაც მარტო აქედან კი არ გაიგებს, თუ მივიღებთ გადაწყვეტილებას, არამედ იქ, პირდაპირ რომ ვეტყვით საქმეს და ვამხელთ მათ დანაშაულებრივ პოლიტიკას, რამაც ქვეყანა დაცალა და გაანადგურა“, - განაცხადა შალვა ნათელაშვილმა. 

შეგახსენებთ, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად „ლეიბორისტულ პარტიას“ პარლამენტში დეპუტატის მხოლოდ ერთი მანდატი აქვს მოპოვებული, რომელიც პარტიის თავმჯდომარეს შალვა ნათელაშვილს ეკუთვნის. 

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 „დაფინანსება უწყდებოდათ ახლა რომ არ შემოსულიყვნენ, ესაა და ეს“ - ელისაშვილი „ლეიბორისტებზე“

👉  „მე მიწის ქვევით ვიქნები, მიწის ზევით თუ პარლამენტში, რეჟიმს აუცილებლად დავამთავრებ“ - შალვა ნათელაშვილი

👉  თუ არსებობს საფუძველი იმისთვის, რომ შალვა ნათელაშვილს შეუწყდეს უფლებამოსილება, ეს უფლებამოსილება კანონის მიხედვით იქნება შეწყვეტილი - გიორგი ხელაშვილი