მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„სააკაშვილი არის დასავლეთის ვარსკვლავი“ - გუბაზ სანიკიძე (ვიდეო)

გუბაზ სანიკიძე

„ოპოზიციას აქვს ახლა გასავლელი გოლგოთის გზა, როგორ მივიდეს მეორე ტურამდე, მაგრამ 30 ოქტომბრის არჩევნების მეორე ტურების ბედს გაარკვევს სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა“, - ამის შესახებ პარლამენტარმა გუბაზ სანიკიძემ განაცხადა.

როგორც ის აღნიშნავს, მიხეილ სააკაშვილმა ყველას ჩაურთო წამმზომი.

„ის არის დასავლეთის ვარსკვლავი, მან პოსტსაბჭოთა სივრცეში გააკეთა ისეთი რეფორმები, რასაც ევროპაში ათწლეულები დასჭირდებოდა. აღმოსავლეთ ევროპაში, პოლონეთში, ბალტიის პირეთში სააკაშვილის სახელი განთქმულია.

მე ვიცი ჩემი ადგილიც და როლიც, თუ რა უნდა გავაკეთო იმ ექსტრემალურ მომენტში, რაც ახლა ხდება. მე ვარ სააკაშვილის მოკავშირე და თანამებრძოლი და მიმაჩნია, რომ მისი პერსონა გადამწყვეტია, თუ როგორი იქნება ეს ქვეყანა“, - განაცხადა გუბაზ სანიკიძემ.

ინფორმაციისთვის, ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისში 1-ელ ოქტომბერს დააკავეს. იგი რუსთავის ციხეში იმყოფება და შიმშილობს.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ ის საქართველოში დაკავებული მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში დაბრუნებას შეეცდება.

მიხეილ სააკაშვილი ციხიდან პერიოდულად წერილებს აქვეყნებს და მხარდამჭერებს მიმართავს. მის ერთ-ერთ წერილში, რომელიც მან 4 ოქტომბერს გაავრცელა, აღნიშნულია, რომ ის არ წყვეტს შიმშილობას და მან უარი განაცხადა უგონო მდგომარეობაში სამედიცინო ჩარევაზე.

9 ოქტომბერს მიხეილ სააკაშვილთან ციხეში მისი პირადი ექიმი ნიკოლოზ ყიფშიძე იმყოფებოდა. ექიმის შეფასებით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა, რამდენიმე დღეში შესაძლოა, მას ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნას.

ამასთან, პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მიხეილ სააკაშვილს დაწყებული აქვს საკვები პროდუქტების მიღება.

ამავე თემაზე:

✅„ენა დაიმოკლოს ყველამ ხელისუფლებაშიც და ოპოზიციაშიც, რომ მიშა კურდღელია“ - გუბაზ სანიკიძე (ვიდეო)

✅„სააკაშვილი ციხეში იგივეა, ღამე ბალიშის ქვეშ ამოიდო გახსნილი „ლიმონკა“ და ისე დაიძინო“ - გუბაზ სანიკიძე (ვიდეო)

✅„იმდენი უნდა შევიკრიბოთ, რაც განვლილი 10 წლის განმავლობაში არ შევკრებილვართ“ - მელია 14 ოქტომბერს აქციას აანონსებს