მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„იმდენი უნდა შევიკრიბოთ, რაც განვლილი 10 წლის განმავლობაში არ შევკრებილვართ“ - მელია 14 ოქტომბერს აქციას აანონსებს

მელია ცენტრალურ ოფისში

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია თბილისში, 14 ოქტომბერს 18:00 საათზე თბილისში საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ, მასშტაბურ აქციას აანონსებს.

მელიას თქმით, ყველას ვალია აქციაზე მოსვლა, რადგან სააკაშვილი არის იქ სადაც არ უნდა იყოს.

„აუცილებლად უნდა შევიკრიბოთ ძალიან, ძალიან ბევრი თბილისში 14 ოქტომბერს 6 საათზე. იმდენი უნდა შევიკრიბოთ, რომ არასოდეს განვლილი 10 წლის განმავლობაში არ შევკრებილვართ. რა არის ამის მიზეზი? ჩვენი ვალია, რომ მიხეილ სააკაშვილი არ იყოს იქ, სადაც მისი ადგილი არ არის. ეს არის აბსოლუტურად ღია აქცია და ყველას ვეპატიჟებით“, - აცხადებს ნიკა მელია.

ამასთან, მელიას თქმით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ზუგდიდში დამაჯერებლად მოიგო და არ აპირებს გამარჯვების დათმობას.

„ჩვენ დამაჯერებლად მოვიგეთ ზუგდიდი, არა მხოლოდ ზუგდიდი და ამ ხმის მოპარვის უფლებას არავის მივცემთ. ვცდილობ, ინტონაცია და ტონალობა შევარჩიო, რადგან ტრაგედია ტრიალებს ქვეყანაში, მაგრამ ვეცდები, ძალიან რბილად ვუთხრა ივანიშვილს.

ჩვენ ამ გამარჯვებას ბოლომდე მივიყვანთ. აქვე მინდა გავაფრთხილო, ოცივე ოლქში, სადაც არჩევნები 30 ოქტომბერს ჩატარდება და თავგანწირვით მოვიპოვებთ გამარჯვებას, იმას არავის არ გავატანთ. აქ მამასთან და მიშა სააკაშვილის დედასთან ერთად ვდგავარ და მეამაყება, რომ თაობები ვდგავართ ერთად ბრძოლაში“, - აცხადებს მელია.

შეგახსენებთ, რომ ზუგდიდში მერის არჩევნებში მეორე ტური გაიმართება, რომელშიც ერთმანეთს „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატები მამუკა წოწორია და ანზორ მელია დაუპირისპირდებიან.

რაც შეეხება საკრებულოს, უმრავლესობა პირველი ტურის შედეგებით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მოიპოვა. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური 30 ოქტომბერს გაიმართება.

ამავე თემაზე:

🔴 ზუგდიდში „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერები აქცია-მსვლელობას მართავენ