მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„სააკაშვილი ციხეში იგივეა, ღამე ბალიშის ქვეშ ამოიდო გახსნილი „ლიმონკა“ და ისე დაიძინო“ - გუბაზ სანიკიძე (ვიდეო)

გუბაზ სანიკიძე

„სააკაშვილი არის ის პერსონა, რომელსაც შეუძლია მასები მოიყვანოს მოძრაობაში, მათ შორის ციხიდანაც“, - ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა გუბაზ სანიკიძემ განაცხადა.

მისი თქმით, „სააკაშვილი ციხეში იგივეა, ღამე ძილის წინ ბალიშის ქვეშ ამოიდო გახსნილი „ლიმონკა“ და ისე დაიძინო“.

„კიდევ არის ერთი ძალიან სერიოზული ფაქტორი - ახლა ენის მოჩლექის დრო არ არის - დასავლეთისთვისაც დიდი გამოცდა იქნება - ეს როგორ მოხდა, რომ რეფორმატორი სააკაშვილი ბანდიტმა ბიძინამ რომ დაიჭირა. ორ კაცს უნდა სააკაშვილის ციხეში ჩასმა - ვლადიმირ პუტინს და ამხანაგ ბიძინა ივანიშვილს.

პირველ პრეზიდენტს სული ამოვხადეთ, მესამე პრეზიდენტი დევნილია - რა არის ეს? თუ სააკაშვილი ციხეში რომ იქნება, ქართველები ჩოხით ივლით და მერე ჩოხიანი კაცები გოგოებს სცემენ? ბიძინას სამიკიტნოში ვცხოვრობთ?“ - განაცხადა გუბაზ სანიკიძემ.

ინფორმაციისთვის, ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, საქართველოში დაბრუნებას 2 ოქტომბერს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების საღამოს აპირებს.

მისი თქმით, თვითმფრინავის ბილეთი უკვე ნაყიდი აქვს, რადგან აღნიშნულ არჩევნებზე „საქართველოს ბედი წყდება“.

იხილეთ აგრეთვე:

✅„გარწმუნებთ, ჩამოდის“ - გუბაზ სანიკიძე სააკაშვილზე

✅„ვფიქრობ, სააკაშვილი გადაწყვეტილებას აეროპორტში მიიღებს“- გია ხუხაშვილი (ვიდეო)