მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„სააკაშვილმა დაკარგა ის პოლიტიკური ძალაუფლება, რომელიც მანამდე ქვეყანაში ჰქონდა“ - მარინა კალიურანდი

ევროპარლამენტარი მარინა კალიურანდი - Pia.ge

„როდესაც სააკაშვილი დაბრუნდა საქართველოში. მან დაარღვია საქართველოს კანონმდებლობა, რაც ნიშნავს. რომ პასუხისმგებელია ქვეყანაში არალეგალურად შემოსვლაზე“, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა მარინა კალიურანდმა საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ ონლაინ დისკუსიაზე განაცხადა.

კალიურანდის თქმით, სააკაშვილმა დაკარგა ის პოლიტიკური ძალაუფლება, რომელიც მას ქვეყანაში მანამდე ჰქონდა.

ამასთან, ევროპარლამენტარმა ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებზეც ისაუბრა.

მისივე თქმით, ადგილობრივმა არჩევნებმა ვადამდელ არჩევნებზე მოთხოვნა შეამცირა.

„ვფიქრობ, შეიძლება ადგილობრივმა არჩევნებმა შეამცირა მოთხოვნა ვადამდელ არჩევნებზე, რაც პარლამენტში ერთად მუშაობის დაწყების შანსია. შემდეგი არჩევნები ხომ 2014 წელს არის, თითქმის 2022-ია. ამიტომ შემდეგი წინასაარჩევნო ფაზა მალეა. დადგა დრო ერთად დადგომის.

თვალს ვადევნებ ორივე მხარეს. „ქართულ ოცნებას“ და ოპოზიციურ პარტიებს, რომ დაასრულონ პოლიტიკური ზიზღი, გვერდზე გადადონ მოკლევადიანი პოლიტიკური ინტერესები და ყველაზე მაღლა ეროვნული ინტერესები დააყენონ.

2 ოქტომბერს გამართულ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე „ქართულმა ოცნებამ“ საქართველოს მასშტაბით ხმების 46.74% მიიღო. შარლ მიშელის ეგიდით შემუშავებული შეთანხმების დოკუმენტში, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ ხელმოწერის შემდეგ ცალმხრივად ანულირებულად გამოაცხადა, ერთ-ერთი პუნქტი 2022 წელს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას ითვალისწინებდა, თუ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში პარტია „ქართული ოცნება“ პროპორციული ხმების 43%-ზე ნაკლებს მიიღებდა.

რაც შეეხება სააკაშვილს, მინდა მკაფიოდ აღვნიშნო, როდესაც სააკაშვილი დაბრუნდა საქართველოში, მან დაარღვია საქართველოს კანონმდებლობა, რაც ნიშნავს რომ პასუხისმგებელია ქვეყანაში არალეგალურად შემოსვლაზე.

ჰქონდა თუ არა მის ჩამოსვლას გავლენა არჩევნებზე, სავარაუდოდ კი. სააკაშვილმა მოუწოდა ასობით ათას ადამიანს რუსთაველის გამზირზე გამოსვლისკენ და ნების გამოხატვისკენ. ხალხმა ეს არ გააკეთა, ჩემთვის ეს იყო სიგნალი, რომ სააკაშვილმა დაკარგა ის პოლიტიკური ძალაუფლება, რომელიც მას ქვეყანაში მანამდე ჰქონდა.

ახლა დიდი კითხვაა „ნაციონალურ მოძრაობასთან“ - რა არის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მომავალი? იქნება ის სააკაშვილთან ერთად, სააკაშვილის გვერდით თუ მის გარეშე“, - აცხადებს კალიურანდი.

ინფორმაციისთვის, ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისში პირველ ოქტომბერს დააკავეს. იგი რუსთავის ციხეში იმყოფება და შიმშილობს.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ, 2 ოქტომბერს განაცხადა, რომ სააკაშვილი კიევისგან ყველა საჭირო დახმარებას მიიღებს.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ ის საქართველოში დაკავებული მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში დაბრუნებას შეეცდება.

აგრეთვე წაიკითხეთ:

🔴„ზელენსკი სააკაშვილის დაკავებით შეშფოთებულია“ - უკრაინის პრეზიდენტის პრესმდივანი

🔴 „სააკაშვილის განაჩენები აღსრულდება ქართულ მიწაზე, ქართულ ციხეში“ - თეა წულუკიანი

🔴 „მომიკითხეთ მიხეილ სააკაშვილი ციხეში“ - ირაკლი კობახიძე