მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„მომიკითხეთ მიხეილ სააკაშვილი ციხეში“ - ირაკლი კობახიძე

პარლამენტის წევრი

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ მე-19 საარჩევნო უბანზე საკუთარი ხმა დააფიქსირა.

ირაკლი კობახიძემ ხმის მიცემის შემდეგ ჟურნალისტებს კითხვებს უპასუხა და აღნიშნა, რომ „ქართული ოცნება“ იყო ერთადერთი პოლიტიკური ძალაა, რომელიც ქვეყნის განვითარებაზე საუბრობდა.

ამასთან, ირაკლი კობახიძემ მიხეილ სააკაშვილის დაკავებასთან დაკავშირებითაც ისაუბრა.

„ყველა პროცედურა წარიმართება სამართლებრივი წესების შესაბამისად. რაც შეეხება სპეცოპერაციას, სპეცოპერაციას აქვს თავისი წესები, რათა მან მიაღწიოს თავის მიზანს, ამ დროს კონფიდენციალურობა უნდა იყოს დაცული.

მიხეილ სააკაშვილს რაც შეეხება, რა თქმა უნდა, როდესაც ადამიანი ხვდება ციხეში, ეს თავისთავად, არის მძიმე მოვლენა. მიხეილ სააკაშვილი არის ადამიანი, რომელმაც ეს ქვეყანა 18 წელი არ დაასვენა. თქვენ გახსოვთ მისი რეჟიმის მიერ ჩადენილი დანაშაულები. ის ჩამოდიოდა საქართველოში იმისათვის, რომ შეესრულებინა თავისი მუქარა ხელისუფლების გადატრიალებასთან და ქვეყნის არევასთან დაკავშირებით“, - აცხადებს ირაკლი კობახიძე

ჟურნალისტის კითხვას, რატომ უჭირს საუბარი შემდეგნაირად უპასუხა:

„საუბარი უჭირს თქვენ ლიდერს მიხეილ სააკაშვილს, რომელიც არის ციხეში“ - აღნიშნა კობახიძემ.

ინფორმაციისთვის, 1-ელ ოქტომბერს დილას, საქართველოს ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გაავრცელა ვიდეომიმართვა, სადაც ის ამბობს, რომ საქართველოშია და ბათუმში იმყოფება.

სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლას მისი პარტიის წევრები და მხარდამჭერები ადასტურებდნენ, თუმცა, შსს-ში გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფდნენ.

1-ელ ოქტომბერს საღამოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დაკავებულია.

პრემიერის თქმით, საქართველოს ხელისუფლებას ჰქონდა ინფორმაცია მიხეილ სააკაშვილის გადაადგილების შესახებ იქიდანვე, როცა მან დატოვა უკრაინა და შემოვიდა საქართველოში, ხოლო დაკავებისთვის შეირჩა ისეთი დრო და ადგილი, რომ მინიმალური ხელის შემშლელი ფაქტორები ყოფილიყო.

ექსპრეზიდენტი რუსთავის ციხეშია.

შეგახსენებთ, საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები მიმდინარეობს. ამომრჩეველი 64 მუნიციპალიტეტის მერს და ამდენივე საკრებულოს ჯამში 2 068 წევრს აირჩევს როგორც მაჟორიტარული, ისე პროპორციული წესით.

ამავე თემაზე:

🔴 „იცოდეთ, რომ ბოლომდე ვიბრძოდი“ - სააკაშვილის მიმართვა დაკავებამდე

🔴 „სააკაშვილი დაკავებულია“ - ირაკლი ღარიბაშვილი

🔴 მიხეილ სააკაშვილი რუსთავის ციხეშია

🔴 „ერთი გარანტია აქვს, თუ ციხეში მოხვდება, წამება და გაუპატიურება არ ემუქრება“ - ვოლსკი სააკაშვილზე

🔴 „ორი დღეა არ მინახავს“ - გიული ალასანია სააკაშვილზე