მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„სააკაშვილის განაჩენები აღსრულდება ქართულ მიწაზე, ქართულ ციხეში“ - თეა წულუკიანი

თეა წულუკიანი და მიხეილ სააკაშვილი

„თუ ადამიანი ასეთი მოწოდებულია, რომ თავი შესწიროს იდეალებს, წესით მას არ უნდა ჰქონდეს სურვილი, რომ კიევში დაბრუნდეს. ის უნდა იყოს ჩვენთან ერთად და იბრძოლოს გამარჯვებისთვის“, - ამის შესახებ კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა ყოფილ პრეზიდენტთან მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, ექსტრადირების საკითხზე საუბარი ვერ იქნება, რადგან ამისთვის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, რაც შეეხება განაჩენის აღსრულებას, ხელისუფლებას არ აქვს სურვილი სააკაშვილმა სასჯელი უკრაინაში მოიხადოს.

„სააკაშვილი უკრაინაში არ არის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემული, ამიტომ საუბარი მის ექსტრადირებაზე არის სისულელე და სამართლებრივი ნონსენსი. თუ საუბარია იმაზე, რომ სააკაშვილი გადავცეთ უკრაინას საქართველოს სასამართლოს მიერ მისჯილი სასჯელი უკრაინაში მოიხადოს, ამის არავითარი სურვილი ჩვენ არ გაგვაჩნია, ამისთვის არავითარი სამართლებრივი მიზანშეწონილობა არ არსებობს და შესაბამისად, ქართული სასჯელები აღსრულდება ქართულ მიწაზე ანუ ქართულ ციხეში“, - აღნიშნა თეა წულუკიანმა.

შეგახსენებთ, რომ ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისში პირველ ოქტომბერს დააკავეს. იგი რუსთავის ციხეში იმყოფება და შიმშილობს.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ, დღეს 2 ოქტომბერს განაცხადა, რომ სააკაშვილი კიევისგან ყველა საჭირო დახმარებას მიიღებს.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ ის საქართველოში დაკავებული მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში დაბრუნებას შეეცდება.

ამავე თემაზე:

🔴 „მომიკითხეთ მიხეილ სააკაშვილი ციხეში“ - ირაკლი კობახიძე

🔴 სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა უნდა ჩამოერთვას - უკრაინელი ექსპერტი

🔴 „არ გამოვრიცხავ, ქართულმა სახელმწიფომ უკრაინას გადასცეს მიხეილ სააკაშვილი“ - ვახტანგ ძაბირაძე

🔴 „უკრაინის პრინციპული პოზიციაა, არ ჩაერიოს საქართველოს საშინაო საქმეებში“ - უკრაინის საგარეო უწყება