მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„საქართველოს პარლამენტს მოვუწოდებ თავი შეიკავოს დაჩქარებული წესით კანონპროექტის მიღებისგან“ - ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებაზე

დუნია მიატოვიჩი

ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი დუნია მიატოვიჩი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების შესახებ კანონპროექტს განცხადებით გამოეხმაურა

„საქართველოს პარლამენტმა უარი უნდა თქვას კანონის მიღებაზე, რომელიც ძირს უთხრის სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის დამოუკიდებელ ფუნქციონირებას. მოვუწოდებ საქართველოს პარლამენტს, თავი შეიკავოს დაჩქარებული და შესაბამის დაინტერესებულ მხარეებთან სათანადო კონსულტაციის გარეშე, კანონპროექტის მიღებისაგან, რომელიც მიზნად ისახავს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებას.

ეს კანონპროექტი ასევე ითვალისწინებს სახელმწიფო ინსპექტორის და სამსახურის ყველა თანამშრომლის გათავისუფლებას.  მიღების შემთხვევაში, კანონპროექტი მხოლოდ შეასუსტებს საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული მექანიზმების დამოუკიდებელ ფუნქციონირებას“- ნათქვამია კომისარ დუნია მიატოვიჩის განცხადებაში.

ამავე თემაზე: 

✔️ „მიუღებელია სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილების წინასწარი კონსულტაციების გარეშე ინიცირება“ - სალომე ზურაბიშვილი

✔️ „წინასაახალწლო სიურპრიზად” გავიგეთ, რომ კონსპირაციულად დაინიცირდა კანონპროექტი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის „გაუქმების” შესახებ - ლონდა თოლორაია

✔️ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური უქმდება