მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„საპარლამენტო ოპოზიციის მონაწილეობით მზადდება ახალი შეთქმულება ქართველი ხალხის წინააღმდეგ, გაფრთხილებთ, ხალხის რისხვას ვერ გადაურჩებით“ - შალვა ნათელაშვილი

პოლიტიკოსი შალვა ნათელაშვილი

„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი შალვა ნათელაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ საპარლამენტო ოპოზიციის მონაწილეობით მზადდება ახალი შეთქმულება ქართველი ხალხის წინააღმდეგ. მან ოპოზიციას ურჩია, რომ ჯერ კიდევ აქვთ დრო, დატოვონ მანდატები და შეუერთდნენ ივანიშვილზე სანქციების მოთხოვნას.

„ისევ და ისევ ე.წ. საპარლამენტო ოპოზიციის მონაწილეობით მზადდება ახალი შეთქმულება ქართველი ხალხის წინააღმდეგ, რომლის მიზანია კვლავ დასვას არაერთხელ უკვე კარგად ნავაჭრი პარტიები ვითომდა მოლაპარაკების მაგიდასთან იმ გათვლით, რომ ივანიშვილი გამოძვრეს უკვე ფაქტობრივად დაწყებული სანქციებიდან, ხოლო არალეგიტიმურმა პარლამენტმა მიაღწიოს 2024 წლამდე, შემდგომში იგივე ოლიგარქიული რეჟიმის მმართველობით. გაფრთხილებთ, ხალხის რისხვას ვერ გადაურჩებით. ჯერ კიდევ გაქვთ დრო დატოვოთ მანდატები და შეუერთდეთ ივანიშვილზე სანქციების მოთხოვნას. რაც უმოკლეს ხანში საბოლოოდ ჩამოშლის რეჟიმს“, - წერს ნათელაშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ:

👉 „კახა, ჯიგარო, 2012 წლამდე ნაცი იყავი, 2016-ში გაქოცდი, 2020-ში ისევ განაცდი და 2024-ში ისევ ქოცობა გიწევს“ - ლევან იოსელიანი ოქრიაშვილს პასუხობს

👉 „კახა ოქრიაშვილი იმდენად ბრიყვია, რომ იმასაც კი ვერ ხვდება, რას ლაპარაკობს“ - ვახტანგ მეგრელიშვილი

👉 „მოვუწოდებთ „ნაციონალურ მოძრაობას“, რომ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებასთან დაკავშირებით ივაჭროს, ზურგს უკან აქვთ უტუ-პუტუ გამართული ერთმანეთთან“ - იაგო ხვიჩია