მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„წერეთელი მიეჭრა ანრის და შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართა, ხოლო რაც ახლა ოპოზიციური მედიით მესმის, მტკნარი სიცრუეა“ - ირაკლი ზარქუა ოხანაშვილი-წერეთლის დაპირისპირებაზე

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი ზარქუა Pia.ge

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი ზარქუა დეპუტატ ანრი ოხანაშვილსა და „TV პირველის“ დამფუძნებელ ვატო წერეთელს შორის მომხდარ დაპირისპირებას გამოეხმაურა. ზარქუას თქმით, შელაპარაკება მხოლოდ ამ ორ ადამიანს შორის მოხდა და ის, რასაც ოპოზიციური მედია ამბობს, რომ თითქოს ზარქუაც მონაწილეობდა ამ დაპირისპირებაში, არის სიცრუე.

გარდა ამისა, ზარქუამ აღნიშნა, რომ ვატო წერეთლის მხრიდან ადგილი ჰქონდა „ბინძურ პროვოკაციას“.

„დღეს ადგილი ჰქონდა ბინძურ პროვოკაციას, ჩემი მეგობრის, ანრი ოხანაშვილის მიმართ!! ამერიკის საელჩოს ღონისძიებაზე, ვახო წერეთელი მიეჭრა ანრის და შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართა, რომლის აქ დაწერაც კი მეუხერხულება. ბუნებრივია, ასეთი საქციელს და ამ შეურაცხყოფის მოტივის და მიზეზის დადგენის მცდელობისას, მოხდა გარკვეული შელაპარაკება და დაპირისპირება მათ შორის!!!.. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მხოლოდ მათ შორის! ხოლო დანარჩენები ვინც იქ შევესწარით ამ ამბავს, მათ ვაშველებდით! ეს არის სიმართლე და ეს ნახა იქ მყოფმა უამრავმა ადამიანმა და ამას დაადგენს კადრებიც, თუ გასაჯაროვდა! ხოლო რაც ახლა ოპოზიციური მედიით მესმის, რომ თურმე 4 კაცმა გავლახეთ და დავჩაგრეთ, ეს არის მტკნარი სიცრუე და ეს არაფერში წერია!!! ბუნებრივია, ცუდია, რაც მოხდა და მიუღებელია, მაგრამ როდესაც შეურაცხყოფას მიაყენებ სხვას, იმისთვისაც მზად უნდა იყო, რომ პასუხს მიიღებ იმ კაცისგან! კიდევ ერთხელ ვამბობ, რა თქმა უნდა, დასაგმობია რაც მოხდა და მიუღებელი! თუმცა უნდა ითქვას,რომ ეს იყო წინასწარ დაგეგმილი პროვოკაცია ანრის წინააღმდეგ!“ - წერს ირაკლი ზარქუა.

ცნობისთვის, „TV პირველის“ დამფუძნებლის ვატო წერეთლის თქმით, მას „ქართული ოცნების“ დეპუტატები თავს დაესხნენ და ჭიქა ესროლეს.

წერეთლის თქმით, ინციდენტი ამერიკის საელჩოს ტერიტორიაზე მოხდა, რა დროსაც საელჩოში ღონისძიება მიმდინარეობდა.

„ოხანაშვილი დაიძრა ჩემკენ, მოჰყვა ოდიშარია, ზარქუა, მგალობლიშვილი. მომიჭირა ყელზე, დამიწყო გარჩევები. რაღაცებს მიყვიროდა, მერე ხელი მომიქნია სახეში. სანამ აზრზე მოვედი, მეორემ გამწია და მეორემ მომიქნია ხელი. სახეში მომხვდა ორივე. ისე უცებ მოხდა, ერთი ხელი, მეორე და მერე ჭიქა მესროლა... წარმოუდგენელია, დავიბენი“, - ამბობს ვატო წერეთელი.

აღნიშნულ ინციდენტზე ვატო წერეთელი აშშ-ის ელჩისგან კელი დეგნანისგან კადრების გასაჯაროებას ითხოვს.

მომხდართან დაკავშირებით ანრი ოხანაშვილმა განაცხადა, რომ ვატო წერეთლის მხრიდან უბინძურეს პროვოკაციას ჰქონდა ადგილი:

„საუბარია უბინძურეს პროვოკაციაზე, რომელსაც ვერცერთი ქართველი ვერ აიტანს და ამას მოჰყვა მცირე შეხლა-შემოხლა, ეს იყო და ეს. კამერები, წესით, უნდა იყოს ყველგან და იმედი მაქვს, რომ აბსოლუტურად ყველაფერი ასახულია კამერაზე,“  - ამბობს ანრი ოხანაშვილი.

ამავე თემაზე:

👉 ლევან ნიკოლეიშვილი: ანრი ოხანაშვილი ზრდილობით გამორჩეული პიროვნებაა, მაგრამ როცა გამიზნულ პროვოკაციას გიწყობენ, მოთმენა ძალიან ძნელია

👉 უბინძურეს პროვოკაციას ჰქონდა ადგილი წერეთლის მხრიდან - ანრი ოხანაშვილი