მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ცხოვრებაში არ მივკარებივარ არც ერთ მსგავს ნარკოტიკს და ჩემზეც იმავეს იძახდნენ“ - მიხეილ სააკაშვილი

სააკაშვილისკენ შეტრიალება უკრაინას არ წაადგება

„მე, რა თქმა უნდა, გახარიას დამცველად არ გამოვდგები, მაგრამ კოკაინის მოხმარების ბრალდება, ეს არის ტიპური რუსული ხელწერა“, - ასე ეხმაურება ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერის გიორგი გახარიას მიმართ გაჟღერებულ ბრალდებას ნარკოტიკების მოხმარებასთან დაკავშირებით.

მისი თქმით, მძიმე ნარკოტიკი არასდროს მიუღია, თუმცა მასზეც დიდი ხნის განმავლობაში იმავეს ამბობდნენ.

„ვერაფერ ახალს ივანიშვილის ხალხი ვერ იგონებს, ცხოვრებაში არ მივკარებივარ არც ერთ მსგავს ნარკოტიკს და რამდენი წელი იძახდნენ ზუსტად იმავეს. ეს არის კლასიკური გაშავების ყველაზე პრიმიტიული ტექნოლოგია.

ვიღაცა ერთუჯრედიანებს, ათასჯერ რომ გაუმეორებენ, ვიღაცა არის „კოკაინშიკი“, მერე ნაწილი მართლა იჯერებს.
ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს რა დონის ნაძირლებთან და მატყუარებთან გვაქვს საქმე“, - წერს მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, რომ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ყოფილ პრემიერს გიორგი გახარიას სატელევიზიო ეთერში „კოკაინშიკი“ უწოდა.

აღნიშნულ საკითხზე ოპოზიცია ხელისუფლებისგან განმარტებებს ითხოვს და აღნიშნავს, რომ ხელისუფლება ვალდებულია ახსნას, რატომ ჰყავდა უმაღლეს თანამდებობაზე ადამიანი, რომლის ნარკოდამოკიდებულების შესახებ ინფორმაციას ფლობდა.

აგრეთვე წაიკითხეთ:

⭕ „გახარიას მიმართ ნარკომანობის ბრალდება ისევ „ქართულ ოცნებას“ ურტყამს“ - რამაზ საყვარელიძე

⭕ ირაკლი ღარიბაშვილი ნარკოტესტის ჩაბარებაზე - გაუგებარია გახარიას რეაქცია

⭕ ყველამ კარგად ვიცით, რომ სააკაშვილი არის ჩვეულებრივი ლაჩარი - ის აქ ვერ ჩამოვა, თუ ჩამოვა, შევა მაშინვე ციხეში და ამ პროცესს ვერავინ აღუდგება წინ ამ ქვეყანაში - ირაკლი ღარიბაშვილი