მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„თუ შენს პარტნიორებს შორდები, ავტომატურად რუსულ კალათაში ვარდები“ - მიხეილ დაუშვილი

პარლამენტის და პარტია „საქართველოსთვის“ პოლიტსაბჭოს წევრი მიხეილ დაუშვილი

პარლამენტის და პარტია „საქართველოსთვის“ პოლიტსაბჭოს წევრი მიხეილ დაუშვილი აცხადებს, რომ პარტნიორებზე თავდასხმით საქართველო უფრო და უფრო დაუცველი ხდება რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ.

მიხეილ დაუშვილის თქმით, საქართველოს საგარეო ორიენტაცია დასავლეთზე თავდასხმების გამო რისკის ქვეშაა. 

„მმართველი პარტიის წევრები მზად არიან ივანიშვილის დასაცავად, რისკის ქვეშ დააყენონ ქვეყნის საგარეო ორიენტაცია. როდესაც თავს ესხმიან დასავლეთს, თავს ესხმიან ევროკავშირს, შეერთებულ შტატებს და გვაშორებენ ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორებს, ამით ყოველდღიურად ჩვენ გვხდიან უფრო და უფრო მეტად დაუცველს - რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ. შესაბამისად, შენ თუ შენს პარტნიორებს შორდები ავტომატურად ვარდები რუსულ კალათაში“, - აცხადებს მიხეილ დაუშვილი.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 „ეს ძალიან საინტერესო პრეცედენტია“ - ჯაფარიძე საქართველოს პრეზიდენტის განცხადებებზე

👉 „საქართველოს პრეზიდენტი საპარლამენტო რესპუბლიკაში ვერ ერკვევა“ - რატი იონათამიშვილი

👉 „საოცრად დიდი უპატივცემულობა“ - კელი დეგნანი

👉 საქართველო და ევროპა არასოდეს უნდა დაშორდნენ ერთმანეთს, არავის მისცეთ ამის უფლება! - ჰუბერტ კნირში