მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

არაფერი დასრულებულა, ეს პირველი ეტაპია და ყველაზე მთავარია დამკვეთის დადგენა - ნიკო კვარაცხელიას ოჯახის ადვოკატი 

მერაბ ბესელიას ადვოკატი

ანჯაფარიძის ქუჩაზე მოკლული პლატფორმა Feedc-ის დამფუძნებლის ნიკო კვარაცხელიას ოჯახის ადვოკატი პაატა მეხრიშვილი კვარაცხელიას მკვლელობის საქმეზე გამოტანილ განაჩენს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ „ეს მხოლოდ პირველი ეტაპია და აუცილებელია მკვლელობის ორგანიზატორების დადგენა“. 

როგორც მეხრიშვილმა ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში აღნიშნა, ჭელიძე-კავილაძის გამოსწორებისთვის არის სასჯელის სწორედ ეს უმკაცრესი ფორმა. 

„მოლოდინი გვქონდა, რომ მათ მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი დადგებოდა და ცნობილი იქნებოდნენ ისინი დამნაშავედ სწორედ იმ ბრალდების ფარგლებში, რაც წარდგენილი იყო. მათივე რესოციალიზაციისთვის, მათივე გამოსწორებისთვის არის სასჯელის ეს უმკაცრესი ფორმა. 

რაც შეეხება გამოყოფილ საქმეს, ჩვენი მთავარი მოლოდინი არის, ის რომ გააქტიურდება საგამოძიებო მოქმედებები, რაც ყველაზე მთავარია ოპერატიული და ფარული საგამოძიებო მოქმედებები. დადგინდება ყველა ის პირი, რომელსაც რაიმე ფორმით, რაიმე დოზით წვლილი მიუძღვის ამ უმძიმესი დანაშაულის ჩადენაში. 

სწორედ ეს მოწოდება მინდა საგამოძიებო ორგანოს მიმართ გავაკეთო, რომ ამით არ დასრულებულა არაფერი, ეს არის მხოლოდ პირველი ეტაპი და ყველაზე მთავარი, ვინც არის ამ დანაშაულის დამკვეთები და ორგანიზატორები, სწორედ ამის დადგენა არის აუცილებელი“, - აცხადებს კვარაცხელიას ოჯახის ადვოკატი. 

შეგახსენებთ, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე დავით მგელიაშვილმა კვარაცხელიას მკვლელობაში ბრალდებულებს აკო ჭელიძეს 17 წლით, ხოლო გიორგი კავილაძეს 16 წლით პატიმრობა შეუფარდა.

შეგახსენებთ, რომ 2021 წლის 15 სექტემბერს, თბილისში, ვერიკო ანჯაფარიძის ქუჩაზე,  ნიკო კვარაცხელიას 10-ზე მეტი ტყვია ესროლეს, ის ადგილზევე გარდაიცვალა.

ამავე თემაზე:

🔴 ნიკა კვარაცხელიას ოჯახი განცხადებას ავრცელებს

🔴 „გთხოვთ, არ ისარგებლოთ ჩემი ოჯახის ტრაგედიით, არ დამიმახინჯოთ ფაქტები“ - ნიკა კვარაცხელიას მამიდა ჟურნალისტებს (ვიდეო)