მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რატომ ითხოვს ბრიტანელი აქციონერი მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძისგან 40 მილიონი დოლარის ანაზღაურებას?

ადვოკატი დიმიტრი ტორაძე

სააქციო საზოგადოება „თიბისი ბანკის“ აქციონერი, ბრიტანელი იან მალკჰოლმი მიმართავს „თიბისის“, რათა დაიწყოს სამართლებრივი პროცედურების წარმოება მამუკა ხაძარაძისა და ბადრი ჯაფარიძის მიმართ. ამის შესახებ მალკჰოლმის ადვოკატმა, დიმიტრი ტორაძემ განაცხადა.

როგორც ადვოკატმა აღნიშნა, იან მალკჰოლმ ჰოქსი ჯაფარიძესა და ხაზარაძეს მიიჩნევს სააქციო საზოგადოების დამაზარალებლად. ბრიტანელი აქციონერი ამას მას შემდეგ მოითხოვს, რაც მისთვის ცნობილი გახდა ხაზარაძე-ჯაფარიძის მიმართ წარმოებული სისხლის სამართლებრივი საქმე, რომელიც იან მალკჰოლმისთვის საგანგაშო გარემოება აღმოჩნდა.

„მას, როგორც ბანკის აქციონერს, უფლება და ვალდებულება აქვს, იზრუნოს სააქციო საზოგადოების სამართლებრივი და მატერიალური ინტერესების დაცვაზე და ამ მოტივით, მისი გადაწყვეტილებაა მიმართოს სს „თიბისი ბანკს“ - განაცხადა ადვოკატმა.

შეგახსენებთ, რომ 2008 წლის ოქტომბერ-ნოემბერში კომპანიებს „სამგორი M“-სა და „სამგორი თრეიდს“ სესხის გადახდის ვადა გაეზარდათ ერთი წლით ისე, რომ სესხის დაფარვაც კი არ იყო დაწყებული. ხოლო 2008 წლის 31 დეკემბერს სესხის გადახდის ვალდებულების დადგომამდე, „თიბისი ბანკმა“ სესხს მიანიჭა უიმედო კრედიტის კლასიფიკაცია, შემდეგ კი უსაფუძვლოდ ჩამოწერა იგი და გადაიტანა შიდა ბალანსზე. კომპანიებს „სამგორი M“-სა და „სამგორი თრეიდს“ კრედიტი ამ დრომდე არ დაუბრუნებიათ.

 ვინ არის იან მალკჰოლმ ჰოქსი, რომელიც მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს 40 მილიონი დოლარის ზარალის ანაზღაურებას სთხოვს

დაიწყებს თუ არა სამართლებრივ დავას ხაზარაძე-ჯაფარიძის წინააღმდეგ ბრიტანელი პარტნიორი

თიბისის პარტნიორი ჯაფარიძისგან და ხაზარაძისგან მითვისებული თანხის დაბრუნებას მოითხოვს