მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

დაიწყებს თუ არა სამართლებრივ დავას ხაზარაძე-ჯაფარიძის წინააღმდეგ ბრიტანელი პარტნიორი

მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე

„თიბისი ბანკის“ ბრიტანელ აქციონერს, იან მალკჰოლმ ჰოქსს, თიბისი ბანკიდან უკვე დაუკავშირდნენ. ამის შესახებ ჰოქსის ადვოკატმა, დიმიტრი ტორაძემ 18 თებერვალს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. 

ჰოქსი სს „თიბისი ბანკისგან“ ითხოვს, დაიწყოს სამართლებრივი პროცედურების წარმოება ხაზარაძე-ჯაფარიძის წინააღმდეგ, რათა სრულფასოვნად დაიცვას აქციონერთა ინტერესები.

როგორც ტორაძემ აღნიშნა, მალკჰოლმს იმედი აქვს, რომ ხაზარაძისა და ჯაფარიძის მიერ ბანკიდან უკანონოდ წაღებული თანხა, უკან დაბრუნდება და აქციონერებისთვის მიყენებული ზარალი მთლიანად ანაზღაურდება, ხოლო „თიბისი ბანკი“ სრულ ძალისხმევას გამოიყენებს და მის ინტერესებს დაიცავს.

„იმ შემთხვევაში თუ ბანკი დააიგნორირებს იან მალკჰოლმ ჰოქსის მოთხოვნას, მას უფლება ექნება დაიწყოს სამართლებრივი დავა“, - განაცხადა ადვოკატმა.

შეგახსენებთ, რომ 2008 წლის ოქტომბერ-ნოემბერში კომპანიებს „სამგორი M“-სა და „სამგორი თრეიდს“ სესხის გადახდის ვადა გაეზარდათ ერთი წლით ისე, რომ სესხის დაფარვაც კი არ იყო დაწყებული. ხოლო 2008 წლის 31 დეკემბერს სესხის გადახდის ვალდებულების დადგომამდე, „თიბისი ბანკმა“ სესხს მიანიჭა უიმედო კრედიტის კლასიფიკაცია, შემდეგ კი უსაფუძვლოდ ჩამოწერა იგი და გადაიტანა შიდა ბალანსზე. კომპანიებს „სამგორი M“-სა და „სამგორი თრეიდს“ კრედიტი ამ დრომდე არ დაუბრუნებიათ.

ამავე თემაზე:

⚫ ვინ არის იან მალკჰოლმ ჰოქსი, რომელიც მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს 40 მილიონი დოლარის ზარალის ანაზღაურებას სთხოვს

რატომ ითხოვს ბრიტანელი აქციონერი მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძისგან 40 მილიონი დოლარის ანაზღაურებას?

თიბისის პარტნიორი ჯაფარიძისგან და ხაზარაძისგან მითვისებული თანხის დაბრუნებას მოითხოვს