მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ზურაბ ზვიადაურის ადვოკატების საჩივარი სააპელაციო სასამართლომ განხილვაში არ მიიღო

ზვიადაური სასამართლო სხდომაზე

განზრახ მკვლელობაში ბრალდებული ზურაბ ზვიადაურის ადვოკატების საჩივარი სააპელაციო სასამართლომ განხილვაში არ მიიღო. უფლებადამცველები ოლიმპიური ჩემპიონისთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდებას ასაჩივრებდნენ.

ისინი ზურაბ ზვიადაურის აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას ითხოვდნენ.

ადვოკატების განმარტებით, იქიდან გამომდინარე, რომ სააპელაციო სასამართლოს ეს გადაწყვეტილება გასაჩივრებას არ ექვემდებარება, დაცვის მხარე ბრალდებულთან ერთად საქმის სტრასბურგის სასამართლოში წაღებაზე იმსჯელებს.

ინფორმაციისთვის, ოლიმპიურ ჩემპიონს ბრალი ნიკა კენჭოშვილის განზრახ მკვლელობაში ედება, რომელმაც ზვიად ზვიადაური და კიდევ ერთი პირი მოკლა.

ამ დროისთვის ჩემპიონს წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული, რადგან სასამართლომ არ დააკმაყოფილა შუამდგომლობა თავდებობის გამოყენებასთან დაკავშირებით.

ზურაბ ზვიადაურს 8-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

აგრეთვე წაიკითხეთ:

⭕ ადვოკატებმა ციხიდან ზურაბ ზვიადაურის წერილი გამოიტანეს

⭕ „თავისუფლება ზურაბ ზვიადაურს“ - ჩემპიონის გასათავისუფლებლად პეტიცია შეიქმნა

⭕ სასამართლომ ზურაბ ზვიადაურს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა