მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„გვესხმიან თავს ახ**რი რუსები, წარმოუდგენელი რამე ხდება, წაგვილეკეს ყველა სოცმედია“ - „დედაენის ბარის“ მფლობელი განცხადებას ავრცელებს

დედა ენის ბარი

„დედაენის ბარის“ მფლობელი წერს, რომ რუსები მათ სოციალურ ქსელებს თავს ესხმიან. მიზეზი კი არის ის, რომ ბარის მომსახურე პერსონალი უარს ამბობს რუსულ ენაზე ესაუბრონ მათ, გარდა ამისა, რუსებს ვიზის გარეშე არ შეუძლიათ ბარში შესვლა.

„ამ წუთებში მიმდინარეობს კიბერშეტევა „დედაენის ბარზე“, გვესხმიან თავს ახ**რი რუსები. წარმოუდგენელი რამე ხდება, წაგვილეკეს ყველა სოცმედია და google“, - წერს ბარის მფლობელი სოციალურ ქსელში.

მანამდე, „დედაენის ბარმა“ განცხადება გაავრცელა, სადაც წერდნენ, რომ რუსები სოციალურ ქსელში ცუდი შეფასებებით ცდილობდნენ ბარზე ზეწოლას.

„სწყინთ რუსებს ფიანდაზებით რომ არა ვხვდებით, 1*იანი შეფასებებით ცდილობენ ზეწოლას. ყველას გვჯერა, ალბათ, რომ პუტინის რეჟიმს გამოექცა ის „ადამიანი“, რომელმაც Z დაგვიწერა ამაყად.

რუსები უკმაყოფილოები არიან, რომ დედაენის ბარში ვიზის გარეშე არ შეუძლიათ შემოსვლა და პერსონალი უარს ამბობს მათთან რუსულ ენაზე საუბარზე.

ყოველი მე-11 ქართველი დევნილია რუსების გამო, საქართველოს 20% დაპყრობილი აქვს რუსეთს და მეტი უნდა, რუსული ურდო უკრაინის დაპყრობას ცდილობს და მთელ მსოფლიოში ებრძვის თავისუფლებას, თვითდეკლარირებული „კარგი“ რუსები, „მეორე რუსეთიდან“ ღიმილიან დახვედრას ითხოვენ და ჩვენი სავიზო პოლიტიკა აღიზიანებთ.

რუსებო, თქვენ აქ სახლში არ ხართ, არც არასდროს იქნებით. მალე ყველა ერთად ვიზეიმებთ რუსეთის და მისი იმპერიალისტური იდეების დასამარებას“, - ვკითხულობთ ბარის განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ:

👉 სკოლებსა და საავადმყოფოებში შეიარაღების განთავსებით და მშვიდობიანი მოსახლეობის სიცოცხლის რისკის ქვეშ დაყენებით უკრაინული ჯარი საერთაშორისო სამართლის ნორმებს არღვევს - Amnesty International

👉 „გვესხმიან თავს ახ**რი რუსები, წარმოუდგენელი რამე ხდება, წაგვილეკეს ყველა სოცმედია“ - „დედაენის ბარის“ მფლობელი განცხადებას ავრცელებს

👉 „აშშ-ის მინიმალური პროგრამაა სკანდალის გამოწვევა და სიტუაციის გამწვავება აზიაში, მაქსიმუმი არის სამხედრო კონფლიქტის გაჩაღება, ასეთი სცენარი უკრაინაში უკვე ვნახეთ“ - დიმიტრი მედვედევი

👉 „განცხადება ვაჩვენეთ ჩვენს კოლეგებს, იმ „ლეგენდარულ ჩათში“ ჩავაგდეთ, მათი მხრიდან გამოხმაურება უარყოფითი იყო“ - ლევან იოსელიანი „მოქალაქეებისა“ და „გირჩის“ ერთობლივ განცხადებაზე

👉 გამოკითხვა - უნდა დაწესდეს თუ არა რუსეთთან სავიზო რეჟიმი?