მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„განცხადება ვაჩვენეთ ჩვენს კოლეგებს, იმ „ლეგენდარულ ჩათში“ ჩავაგდეთ, მათი მხრიდან გამოხმაურება უარყოფითი იყო“ - ლევან იოსელიანი „მოქალაქეებისა“ და „გირჩის“ ერთობლივ განცხადებაზე

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ლევან იოსელიანი

პარლამენტის წევრებმა პარტია „მოქალაქეებიდან“ ლევან იოსელიანმა და ალეკო ელისაშვილმა, ასევე, პარტია „გირჩიდან“ იაგო ხვიჩიამ, ვახტანგ მეგრელიშვილმა, ჰერმან საბომ და ალექსანდრე რაქვიაშვილმა განცხადება გაავრცელეს. ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღებისა და პოლარიზაციის დასრულების მიზნით, დეპუტატები სამ ნაბიჯს ასახელებენ.

ლევან იოსელიანის თქმით, აღნიშნული განცხადება გააგზავნეს იმ ჩატში, სადაც დანარჩენი ოპოზიციის წარმომადგენლებიც არიან, თუმცა მათი მხრიდან გამოხმაურება უარყოფითი იყო.

„ჩვენი ხედვა განსხვავებულია ბევრი პოლიტიკოსი კოლეგისგან. იმისთვის, რომ ამ ქვეყანაში რეალურად მოხდეს პოლიტიკური ცვლილებები და შეიცვალოს პოლიტიკური ტემპერატურა, მნიშვნელოვანია სამი რამ – საარჩევნო ბარიერი იყოს დაბალი და პოლიტიკურ პარტიებს ჰქონდეთ იმის განცდა, რომ პოლიტიკაში მონაწილეობას აზრი აქვს და პლურალისტური გარემო იყოს. მეორეა – მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკიდან წავიდეს. ამ თვალსაზრისით რაღაც მოძრაობა დაიწყო და ამას ხელი უნდა შევუწყოთ, რომ მიხეილ სააკაშვილი აღარ უნდა იყოს ძირითადი საყრდენი „ქართული ოცნებისთვის“ და მისგან მტრის ხატის შექმნა აღარ იყოს ნაწილი.

ეს პოლიტიკურ ლანდშაფტს შეცვლის. მესამე ეხება ბიძინა ივანიშვილს, რომელიც პოლიტიკაში რეალურად არის ჩართული – უნდოდა, თუ არ უნდოდა, წავიდა თუ ვერ წავიდა პოლიტიკიდან, ბიძინა ივანიშვილი უნდა დაბრუნდეს, გადაწყვეტილებები მიიღოს და აიღოს პასუხისმგებლობა. ეს სამი ნაბიჯია საჭირო, რათა საქართველოში პოლიტიკის კეთების წესები შეიცვალოს და ასევე პოლიტიკური ლანდშაფტი.

ჩვენი ეს განცხადება ვაჩვენეთ ჩვენს კოლეგებს, იმ „ლეგენდარულ ჩათში“ ჩავაგდეთ. მათი მხრიდან გამოხმაურება უარყოფითი იყო, რომ ამ განცხადებას არ შეუერთდებოდნენ. ვინც შეუერთდა, იმ ექვსი დეპუტატის ხელმოწერაა. იმის საპირისპირო არგუმენტები არ არის – რატომ არ უერთდებიან დაბალ ბარიერს, რატომ არ თვლიან, რომ მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკაში ყოფნა აღრმავებს პოლარიზაციას და რატომ თვლიან, რომ თუ ბიძინა ივანიშვილი არაფორმალური მმართველია, უნდა დაბრუნდეს პოლიტიკაში“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.

ასევე დაგაინტერესებთ:

👉 გამოკითხვა - უნდა დაწესდეს თუ არა რუსეთთან სავიზო რეჟიმი?

👉 მოსამართლეს დავურეკოთ და ვუთხრათ, მოდი რა, გადაუვადე, თუ ძმა ხარ? - გია ვოლსკი სააკაშვილზე

👉 „დეპოლარიზაციისთვის უმნიშვნელოვანესია სააკაშვილის პოლიტიკიდან გასვლა და ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნება“ - „მოქალაქეები“ და „გირჩი“ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ

👉 დავით უსუფაშვილი ოლექსი დანილოვზე: როდესაც საქართველო ომში იყო რუსეთთან 2008 წელს, არ მახსენდება ვინმესთვის მიგვემართა, რომ ომი წამოეწყო

👉 „უკრაინაში რომ ჩავალ, ვაპირებ, პერსონალურად მოვთხოვო პასუხი დანილოვს, ამ სიდებილეებს რატომ ლაპარაკობს, რას შეგვჭამა“ - გიორგი ვაშაძე

👉 „დღესაც მიმაჩნია, რომ თუ საქართველო აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონს საკუთარ ტერიტორიებად მიიჩნევს, შეუძლია, დაიცვას საკუთარი მიწები“ - ოლექსი დანილოვი

👉 რა არის ტაივანი და რატომ სურს იგი ჩინეთს?