მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

კანისა და ვენერიულ დაავადებათა დისპანსერის ხელმძღვანელის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია - გიორგი გალდავას ექიმი

 თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს ექიმი

თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს ქირურგიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი გიორგი ნიკოლიშვილი აცხადებს, რომ კანისა და ვენერიულ დაავადებათა დისპანსერის ხელმძღვანელ გიორგი გალდავას ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

როგორც გიორგი ნიკოლიშვილი აცხადებს, პაციენტი მკურნალობას რეანიმაციულ განყოფილებაში აგრძელებს. დაშავებულს ჭრილობები მუცლისა და ხელის არეში აქვს.

გალდავას ოპერაცია ჩაუტარდა. ამ დროისთვის მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

„ამჟამად მკურნალობა გრძელდება რეანიმაციულ განყოფილებაში, თუმცა სტაბილური მდგომარეობით. სავარაუდოდ, დღის განმავლობაში პალატაში გადავიყვანთ. ამოღებულია გლუვი უცხო სხეული, რომელიც გაიგზავნება ექსპერტიზაზე და ექსპერტიზა დაადგენს, სავარაუდოდ, ტყვიაა. ასევე, ექსპერტიზა დაადგენს ჭრილობები ერთი გასროლით არის მიყენებული თუ რამდენიმე. პაციენტი კონტაქტურია, მაგრამ ჯერჯერობით, მდგომარეობიდან გამომდინარე სამართალდამცველები არ ყოფილან“, - აცხადებს თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს ექიმი, გიორგი ნიკოლეიშვილი.

შეგახსენებთ, 5 აგვისტოს თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში ექიმმა კლინიკის ხელმძღვანელი დაჭრა. სამართალდამცველებმა ბრალდებული მომხდარიდან მალევე, ცხელ კვალზე დააკავეს. ეჭვმიტანილ თეიმურაზ ბეჟანიძეს გამოძიება სსკ-ის 108-ე მუხლით ჩადენილ დანაშაულს ედავება, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში ექიმმა კლინიკის ხელმძღვანელი დაჭრა  

👉 ექიმ გიორგი გალდავას დაჭრის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს