საზოგადოება

მეტრომანი არ უქმდება - თბილისის მერია

სამგზავრო მეტრომანი
1643198783
დაკოპირებულია

„სოციალურ ქსელში ვრცელდება ინფორმაცია, რომ თითქოს აქამდე მოქმედი სამგზავრო ბარათები - მეტრომანი უქმდება, რაც სიცრუეა“, - ამის შესახებ ინფორმაციას  ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაშია აღნიშნული. 

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, მეტრომანით მგზავრობის საფასურის გადახდა ასევე, შესაძლებელია ლურჯი მიკროავტობუსით მგზავრობისას.

„აღნიშნული სამგზავრო ბარათები კვლავ რჩება მგზავრობის საფასურის ერთჯერადი გადახდის უნივერსალურ საშუალებად, სამგზავრო აბონემენტების პარალელურად. გარდა ამისა, სრულად ნარჩუნდება ბარათზე აქამდე არსებული ბალანსი და აღნიშნული თანხის გამოყენება მგზავრს შეუფერხებლად შეუძლია.

მეტრომანით მგზავრობის საფასურის გადახდა აქამდე შესაძლებელი იყო მეტროთი, ავტობუსით და საბაგიროთი მგზავრობისას, ამჟამად კი, ასევე, შესაძლებელია ლურჯი მიკროავტობუსით მგზავრობისას.

თბილისის მერიამ არაერთხელ გააკეთა განცხადება, რომ აქამდე მოქმედი ბარათები რჩებოდა ძალაში. მომავალშიც, ნებისმიერი მსგავსი სიახლის შესახებ ინფორმაციას პირველ რიგში, მერია გაავრცელებს“, - აღნიშნულია განცხადებაში.

შეგახსენებთ, საქართველოს დედაქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობის სისტემა იცვლება. 

ამავე თემაზე:

 რა დაგიჯდებათ თბილისში მგზავრობა ერთი წელი სხვადასხვა აბონემენტის შეძენისას?

⭕ ტრანსპორტის ერთკვირიანი აბონემენტი 20 ლარი ეღირება - თბილისში ახალი სისტემა ამოქმედდება

⭕ ვინ იმგზავრებს საზოგადოებრივი ტრანსპორტით უფასოდ და რა ტარიფები ექნებათ სტუდენტებს?