მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მიადგნენ ამ მეწყრულ ზონას, გვირაბები გაიყვანეს და დაიწყო შეუქცევადი პროცესი - თეა გოდოლაძე რიკოთზე შექმნილ ვითარებაზე

სეისმოლოგი

სეისმოლოგი თეა გოდოლაძე PIA.GE-სთან საუბარში რიკოთის უღელტეხილზე შექმნილ სიტუაციაზე საუბრობს და ამბობს, რომ მეწყრული პროცესები ხელოვნურად არის გამოწვეული მიმდინარე სამუშაოებით. 

როდის აღდგება მოძრაობა რიკოთზე? - საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადება

„რიკოთის მონაკვეთი, მე თუ მკითხავთ, არის საქართველოს გეოლოგიის ყველაზე რთული ადგილი. მოვიტყუები, რომ გითხრათ ბოლომდე ვიცი-მეთქი რა პროცესებია სეისმურად და ტექტონიკურად - უამრავი აზრი არსებობს, უამრავი ინტერპრეტაციაა და ფაქტობრივად, არ ვიცით, იქ რა ხდება, იმდენად რთული გეოლოგიაა და მიადგე ამ მეწყრულ ზონაში და გვირაბები იყვანო... თურქი სპეციალისტები მეუბნებოდნენ 2019 წელს, რომ სერიოზული პრობლემა იყო იქ, მე, ვისაც მივადექი, ყველას ვუთხარი. არ გვაკარებენ, მე იქ არავინ არ შემიყვანს, რადგან იციან, რომ არ დავმალავ არაფერს, მაგრამ ამ ეტაპზე ჩემი ჩართულობაც კითხვის ნიშნის ქვეშ არის, რადგან მთავარია, რომ გეოლოგმა თავიდან იცოდეს რა ხდება, თორემ როცა პროცესი შეუქცევადი ხდება, ასეთ დროს გეოტექნიკური ინჟინრების საქმეა. საქართველოში კი ასეთი სპეციალისტების აღარ დაგვრჩა. ისინი თავის ჭკუაზე აკეთებენ და ასე არ შეიძლება“, - ამბობს თეა გოდოლაძე. 

სეისმოლოგის თქმით, გზებისა და გვირაბების გაყვანამ შეუქცევადი მეწყრული პროცესები გამოიწვია და ამის შეჩერება უკვე შეუძლებელია, თუმცა, წინასწარ იმის განსაზღვრა, თუ როდის დაიწყება სტიქიური პროცესები, რთულია.

„ეს, რა თქმა უნდა, პროვოცირებულია. ბუნებრივი პროცესები სხვაგვარად ვითარდება, ხოლო ეს ხდება ადამიანის სისულეელების გამო. მეწყერი არ მოდის ერთ დღეში, ეს არ არის ისეთი პროცესი, რომ დღეს და ხვალ ჩამოვა, გეოლოგია ისეთი რაღაც არის, რომ ბაბუის ნაჭამმა ტყემალმა შეიძლება შვილიშვილს მოჰკვეთოს კბილი, მაგრამ შეიძლება თვითონ მოიკვეთოს კბილი იმ წუთში. არ არის ეს ასე მარტივად პროგნოზირებადი პროცესი. რანაირად შეაჩერებენ? შეუქცევადი პროცესია, კი ბატონო, „მიატყეპებ“ ცემენტს, ჩამოვა ის მაინც 10 წლის მერე. ეს დღე დადგება. მარტო ჩემი აზრი კი არ არის, ვინც შეიყვანეს გვირაბებში, იმ ხალხის ნალაპარაკებია, რომ ხელოვნურად არის გამოწვეული პროცესებიო და ეს რომ არ დასტაბილურდება, ზუსტად ვიცი. პირადად მე რაც დავათვალიერე, გარედან შევხედე სიტუაციას და ცალსახა იყო, რომ სულელურად ჰქონდათ ის მეწყრული სხეული გამაგრებული“, - აცხადებს თეონა გოდოლაძე.

რიკოთის მონაკვეთზე სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილება 30 მარტიდან აიკრძალა. საავტომობილო გზების დეპარტამენტში ამის მიზეზად თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 149-ე კმ-ზე, არსებული გზიდან დაახლოებით 200 მეტრში ფერდზე განვითარებული მეწყრული პროცესები სახელდება.

იხილეთ ასევე:

👉 კახეთში კაცი, რომელიც 13 წლის გოგოზე სექსუალურად ძალადობდა, დააკავეს

👉 პრიგოჟინი ამბობს, რომ ბახმუტი აიღო, ხოლო კიევი ამას უარყოფს

👉 კახა კალაძე ლაზარე გრიგორიადისზე: ეს ახალგაზრდა შემსრულებელია, უნდა გაირკვეს, ვინ იყო ორგანიზატორი