მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

კახეთში კაცი, რომელიც 13 წლის გოგოზე სექსუალურად ძალადობდა, დააკავეს

სექსუალური ძალადობა

კაცს, რომელიც 13 წლის გოგოზე სექსუალურად ძალადობდა, წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. შემთხვევა კახეთის ერთ-ერთ მუნიციპალიტეტში მოხდა.

არსებული ინფორმაციით, მოზარდი ბებიასთან ერთად ცხოვრობდა, იმავე სახლში კი ქირით იყო ოჯახის 25 წლის ნათესავი კაცი, რომელიც 13 წლის გოგოზე სექსუალურად ძალადობდა.

მომხდარი მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც გოგო გაუჩინარდა, ოჯახი მას რამდენიმე დღე ეძებდა, სახლში დაბრუნების შემდეგ კი მომხდარის შესახებ მოყვა. ოჯახმა პოლიციას აცნობა.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 16 წლის ასაკს მიუღწეველ პირთან სექსუალური ხასიათის ქმედებას გულისხმობს. ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან ცხრა წლამდე.