მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მოსამართლე დაუყოვნებლივ მოვიდეს კლინიკაში და ნახოს პაციენტი, დიდი ექიმობა არაა საჭირო მძიმე მდგომარეობის შესაფასებლად - ნიკოლოზ სააკაშვილი მიხეილ სააკაშვილზე

ნიკოლოზ სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მამა, ნიკოლოზ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედის“ დირექტორის, ზურაბ ჩხაიძის განცხადებას ეხმაურება.

მისი თქმით, თუ კლინიკას არ შეუძლია მიხეილ სააკაშვილის მოვლა, მაშინ „ვივამედიც“ უნდა შეუერთდეს მისი გადაყვანის მოთხოვნას.

„ვივამედის“ დირექტორი ზურაბ ჩხაიძე მოგვიწოდებს, განსაკუთრებით დედას - გიულის, მოვიდეს და დაარწმუნოს პაციენტი, რომ იკვებოს და მიიღოს მკურნალობა. მაშინ, როცა მიშა თავისი ფეხით შევიდა კლინიკაში და დღეს რეანიმაციას საჭიროებს. ალოგიკურია! და გასაოგნებელია, როდესაც შეშინებული მედიკოსები მაშველ რგოლად იხმობენ დედას და ოჯახს.

თუ კლინიკას ვერ ძალუძს პაციენტის მოვლა, მაშინ თვით „ვივამედიც“ აქტიურად შეუერთდეს ექსპერტების მოთხოვნას მიშას გაყვანაზე. თუ ესეც არ შეგიძლიათ, გადმოგვეცით ოჯახს მიშა და ჩვენ მოვუვლით. ბოლოს და ბოლოს ექიმები ვართ. და კიდევ ერთი, დაუყოვნებლივ მოსამართლე მოვიდეს კლინიკაში და ნახოს პაციენტი,
დიდი ექიმობა არაა საჭირო მძიმე მდგომარეობის შესაფასებლად და გადაწყვეტილების მისაღებად“, - წერს ნიკოლოზ სააკაშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ:

👉 ვახტანგ მეგრელიშვილს „ნაციონალური მოძრაობის“ არჩევნებში მონაწილეობის უფლება არ მისცეს

👉 უკრაინა პარტნიორებისგან 24 მოიერიშე თვითმფრინავის მიღებას ელოდება - იური იგნატი

👉 რუსებმა კონსტანტინივკა დაბომბეს - დაიღუპა 3 და დაშავდა 14 ადამიანი

👉 ფული, რომელიც შვილიშვილმა ბებიის მოსაკლავად დაქირავებულ ქილერს გადაუხადა, სავარაუდოდ, ბებიასვე გამოართვა

👉 ქალი და ბრალდებული ერთად წავიდნენ სასტუმროში, რამდენიმე საათში ქალი აბაზანაში გარდაცვლილი იპოვეს - ბათუმში ქალის გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება ძალადობისა და განზრახ მკვლელობის მუხლებით მიმდინარეობს