მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ნიუ-იორკში საქართველოს 42 წლის მოქალაქე მოკლეს

მკვლელობა აშშ-ში

ამერიკის შეერთებულ შტატებში, ნიუ-იორკში საქართველოს მოქალაქე მოკლეს.

როგორც New Yourk Post-ი იტყობინება, 42 წლის ლევან გალდავა მეგობარი ქალის ყოფილმა მეუღლემ ეჭვიანობის ნიადაგზე მოკლა. 

ადგილობრივი სამართალდამცველების ინფორმაციით, მოკლულის მეგობარი ქალის ყოფილმა ქმარმა დმიტრო ლაპკომ ყოფილი ცოლი გალდავასთან ერთად ავტოსადგომზე დაინახა. 

ადგილობრივებმა მედიასაშუალებას უთხრეს, რომ ავტოსადგომიდან ქალის ყვირილის ხმა გაიგონეს, რომელიც 911-ზე დარეკვას და დახმარებას ითხოვდა. 

ამერიკელი პოლიციელების თქმით, კაცს მეგობარი ქალის ყოფილმა ქმარმა ცეცხლსასროლი იარაღიდან ექვსჯერ ესროლა, შემდეგ კი ცივი იარაღით დაჭრა. 

ლევან გალდავა სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. 

პოლიციამ განაცხადა, რომ ლაპკოს წინააღმდეგ საქმე მკვლელობისა და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით აღძრეს. 

საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება. 

ასევე დაგაინტერესებთ: 

✔️  პენტაგონი - პუტინის საშობაო ზავის შემდეგ რუსეთი უკრაინის დაბომბვას აგრძელებს

✔️ „ქრისტეს შობა ადამიანებს კეთილი საქმის კეთებას შთააგონებს“ - პუტინი საშობაო ლიტურგიას კრემლის ხარების ტაძარში დაესწრო

✔️ რესპუბლიკელი კევინ მაკკარტი აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი გახდა

✔️ ადგილები, სადაც ინტენსიური თოვის და ლიპყინულის გამო, მოძრაობა აკრძალულია

✔️ უკრაინელებს ქრისტიანული წყალობის ხელი გაუწოდეს, მაგრამ ღორებს არ აქვთ რწმენა და მადლიერების გრძნობა - მედვედევი საშობაოდ ცეცხლის შეწყვეტაზე