მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„რემდესივირიც და მონოკლინური ანტისხეულებიც დასახელებულია COVID-ის სამკურნალოდ ყველაზე ეფექტიან ანტივირუსულ მედიკამენტებად“ - თენგიზ ცერცვაძე

ინფექციური პათოლოგიებისა და შიდსის ცენტრის დირექტორი

„ქალბატონმა ლია გოლიაძემ ახლა უკვე საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერით (გადაცემაში „რეალური სივრცე“, 15.01.2022) გადაწყვიტა თავისი უკიდურესი არაკომპეტენტურობის ტირაჟირება“, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელი თენგიზ ცერცვაძე სოციალურ ქსელში წერს.

როგორც თენგიზ ცერცვაძე წერს, ქ-ნი ლია კატეგორიულად არ ცნობს რემდესივირს და მონოკლინურ ანტისხეულებს COVID-ის სამკურნალო ანტივირუსულ მედიკამენტებად?! პრინციპულად არ იყენებს მათ და რაც ყველაზე უარესია - სხვებსაც უშლის მათ გამოყენებას?!

აქვე აუცილებლად უნდა აღინიშნოს ამავე გადაცემაში ბ-ნ ბიძინა კულუმბეგოვის ძალიან კვალიფიციური და მკაფიოდ არგუმენტირებული კომენტარი ამავე საკითხზე.

„ქვეყანაში შექმნილი COVID სიტუაციის სწორი მართვის განსაკუთრებული მნიშვნელობის გათვალისწინებით მინდა კიდევ ერთხელ მოკლედ დავაფიქსირო, რომ ყველაზე მაღალი სანდოობის კვლევების საფუძველზე ყველაზე მაღალი დონის ინსტიტუტების (ამერიკის ჯანმრთელობის ნაციონალური ინსტიტუტები - NIH და სხვ.) გაცემული რეკომენდაციების მიხედვით რემდესივირიც და მონოკლინური ანტისხეულებიც დასახელებულია COVID-ის (მათ შორის ომიკრონის შტამით გამოწვეული) სამკურნალოდ ყველაზე ეფექტიან ანტივირუსულ მედიკამენტებად (პაქსლოვიდთან ერთად), კერძოდ: რემდესივირი (3 გადასხმა) ამბულატორიულ COVID ავადმყოფებში 87%-ით ამცირებს ჰოსპიტალიზაციის და/ან სიკვდილიანობის რისკებს, ხოლო ჰოსპიტალიზებულ ავადმყოფებში (5 გადასხმა) 20%-დან 61%-მდე (სხვადასხვა კვლევებით) ამცირებს სიკვდილიანობის ალბათობას.

მონოკლინური ანტისხეულები დამძიმების რისკის მქონე ამბულატორიულ COVID ავადმყოფებში 70%-დან 85%-მდე ამცირებს ჰოსპიტალიზაციის და სიკვდილიანობის რისკებს, ამასთან ერთ-ერთი მათგანი - „სოტროვიმაბი“ რეკომენდებულია „ომიკრონის“ შტამისთვისაც, ხოლო კასირივიმაბი+იმდევიმაბი ჰოსპიტალიზებულ COVID ავადმყოფებში 20%-ით ამცირებს სიკვდილიანობას.

დღეს, როდესაც ვდგავართ COVID პანდემიის დაწყებიდან ყველაზე დიდი გამოწვევის წინაშე (ომიკრონი), არ არის არაკომპეტენტურობის და კაპრიზების დრო. ყველა ჩვენს ხელთ არსებული მედიკამენტი და სამკურნალო მიდგომა უნდა გამოვიყენოთ რაციონალურად, რათა რაც შეიძლება ნაკლები ავადმყოფი მოხვდეს რეანიმაციაში, ნაკლები იყოს ლეტალობის მაჩვენებელი და მინიმალური დანაკარგებით გამოვიდეთ COVID პანდემიის მორიგი, შესაძლოა ყველაზე ძლიერი ტალღიდან“, - წერს თენგიზ ცერცვაძე.

აგრეთვე წაიკითხეთ:

🔵კლინიკური სიმპტომები, რომლებიც დელტასგან განსხვავებით ნაკლებად გვხვდება „ომიკრონის“ დროს

🔵 „ტესტებს თავი დაანებეთ, თუ გაქვთ სიმპტომები, იყავით იზოლაციაში“ - გიორგი ღოღობერიძე „ომიკრონზე“

🔵 „ომიკრონისთვის“ წინააღმდეგობას ადრე გადატანილი ინფექცია არ წარმოადგენს“ - ივანე ჩხაიძე

🔵 რატომ არ ღირს დაგემართოს „ომიკრონი“ - კულუმბეგოვის განმარტება

🔵 „ომიკრონით“ ინფიცირებისას მძიმე დაავადების განვითარების შანსი საგრძნობლად დაქვეითდა“ - ნანა გეგეჭკორი

🔵 „10% არის ისეთი ინფიცირებული, რომელთაც განმეორებითი პისიარის ტესტირების მიუხედავად ვერ დავუდგენთ ინფექციას“ - გიორგი კამკამიძე