მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„10% არის ისეთი ინფიცირებული, რომელთაც განმეორებითი პისიარის ტესტირების მიუხედავად ვერ დავუდგენთ ინფექციას“ - გიორგი კამკამიძე

ინფექციონისტი, ნეოლაბი
1642159428
COVID-19

ალერგოლოგ-იმუნოლოგმა გიორგი კამკამიძემ „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე, „ომიკრონის“ გავრცელებასა და ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობაზე ისაუბრა. 

მისი თქმით „ომიკრონის“ შტამი ძალიან მალე დომინანტური გახდება.

ალერგოლოგ-იმუნოლოგი პანდემიასთან საბრძოლველ ერთ-ერთ საშუალებად ვაქცინაციას ასახელებს. 

აღმავალი ფაზაა ეპიდემიის გავრცელების ქვეყანაში. საკმაოდ სწრაფად მოხდება, ახალი შემთხვევის  მკვეთრი მატება და ამ თვის განმავლობაში ამან რეკორდულ მაჩვენებელს შეიძლება მიაღწიოს, შეიძლება იყოს 10 ათასზე მეტი, 20 ათასი დღიური შემთხვევები, წესით ჩვენ უნდა ველოდოთ არა მომატებას სიკვდილიანობის, არამედ შემცირებას, თუკი ჩვენ მობილიზებული გვექნება პირველადი ჯანდაცვის რგოლი და ჰოსპიტალური სექტორი.

როგორც ხედავთ, „ომიკრონი“ ნელ-ნელა დომინანტი ხდება. პოზიტიურია ის, რომ სიკვდილიანობის სიხშირე „ომიკრონს“ არ ახასიათებს, თუმცა ის ძალიან ადვილად ვრცელდება. დადებითობის მაჩვენებელმა 15%-ს მიაღწია.

ნებისმიერი მდგომარეობა ეს იქნება - ბუნებრივად გადატანილი ინფექცია, თუ ეს არის ორმაგად ვაქცინირებული ადამიანი, არცერთ შემთხვევაში ადამიანი არ არის დაცული სრულად. ახალი ვარიანტი გაურბის ჩვენს იმუნურ დაცვას. ყველაზე დაცული არის ადამიანი, ვისაც აქვს გადატანილი ინფექცია და ჩატარებული აქვს ორჯერადი ვაქცინაცია. ძალიან სწრაფი გავრცელებაა მოსალოდნელი იმ კონტინგენტში, რომელიც ჯერ არაა აცრილი“, - აღნიშნავს  გიორგი კამკამაძე.

ალერგოლოგ-იმუნოლოგმა კლინიკური სექტორის შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე  საწოლების პრობლემა არ შექმნილა. 

მისი თქმით, დაავადების სწორი მართვა და ინფექციის დროული მკურნალობაა საჭირო.

ამასთან, კამკამაძე ამბობს, რომ ექიმებისა და ექთნების დიდი ნაწილიც დაინფიცირდება.

„უკვე არის ნიშნები გადატვირთვის. გადაიტვირთა ჰოსპიტლები და გამოცხადდა გაჟღერდა საგანგაშო გადაწყვეტილება, რომ ზოგი საავადმყოფო კოვიდით ინფიცირებულებს აღარ მიიღებს და ამ სექტორიდან ეთიშება, რაც დროულად არის გადასახედი და სასწრაფოდ შესაცვლელი. ძალიან სწრაფად იცვლება ვითარება, ამ ეტაპზე არ არ არის გამართლებული საწოლების შემცირება, პირიქით რესურსები უნდა გაიზარდოს, რადგან ახალი შტამი იმუნურ სისტემას მაინც სჯობნის, გაიზარდა ინფიცირების რისკიც. ექიმებიც და ექთნებით დაინფიცირდებიან, არც ისინი არიან დაცულები. გვექნება ძალიან ბევრი შემთხვევა სამედიცინო პერსონალში, შესაბამისად ძალიან სწრაფად შეიქმნება დეფიციტი, როგორც საწოლების, ასევე, მედპერსონალის. 

მომართვიანობა 3-4-ჯერ არის გაზრდილი. ყველაზე საგანგაშოა დადებითობის მაჩვენებელი, რომელიც უკვე 15%-ს გასცდა. ინფიცირების წილი იზრდება ყველა პოპულაციურ ჯგუფში. ცალკეული შემთხვევების იდენტიფიცირება არ ხდება. ახალი შემთხვევების წილი მოდის „ომიკრონზე“.

საკმაოდ დიდი განსხვავება ჩნდება სწრაფ და პისიარ ტესტს შორის. ანტიგენის ტესტი საკმაოდ სწრაფად კარგავს მგრძნობელობას. უპირატესი როლი უნდა მიენიჭოს პისიარ ტესტირებას. პისიარ ტესტირებაც 100%-იანი მგრძნობელობით არ ხასიათდება. 10% , ცოტა მეტი არის ისეთი ინფიცირებული, რომელთაც განმეორებითი ტესტირების მიუხედავად ვერ დავუდგენთ პისიარის მეთოდით ინფექციას“, - დასძენს ალერგოლოგ-იმუნოლოგი  გიორგი კამკამიძე.

აგრეთვე წაიკითხეთ:

🔴 „გარანტია, რომ „ომიკრონი“ მსუბუქია, არ არსებობს, ის ჯერ კიდევ სასიკვდილო დაავადებაა“ - ერიკ ტოპოლი

🔴 „ომიკრონი“ დასასრულის დასაწყისია და პანდემიას ზაფხულში დავასრულებთ“ - აკაკი ზოიძე

🔴 იწვევს თუ არა კორონავირუსი ალცჰაიმერის დაავადებას? - ექსპერტების განმარტება

🔴 „განცხადებები, რომ „ომიკრონი“ ფილტვებს არ აზიანებს, მტკნარი სიცრუეა“ - კულუმბეგოვი

🔴 რატომ არის „ომიკრონი“ საშიში, თუ ის დელტაზე სუსტია? - მეცნიერების განმარტება