მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„თუ მე არ ვიცრები, არ ვარ ბნელი და თუ შენ იცრები, არც შენ, ერთად თანაცხოვრება ვისწავლოთ“ - მეუფე ნიკოლოზი

კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტი

ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტის მეუფე ნიკოლოზის თქმით, სასურველია, რომ კოვიდვაქცინით აცრილმა და აუცრელმა ადამიანებმა მშვიდობიანად თანაცხოვრება და ერთმანეთის პატივისცემა შეძლონ. 

როგორც „ჯორჯიან თაიმსის“ ეთერში სასულიერო პირმა აღნიშნა, აცრაც და აუცრელობაც რელიგიური შინაარსის მატარებელი არ არის. 

მეუფე ნიკოლოზი ამბობს, რომ ზიარებისთვის არ აქვს არსებითი მნიშვნელობა ვაქცინირებულია თუ არა ადამიანი. 

ამასთან, მეუფე ნიკოლის განცხადებით, აცრის მოტივაცია სამ ნაწილად შეიძლება დაიყოს. 

„ჩვენ ძალიან მკაფიოდ გამოვთქვით ჩვენი აზრი.  ჩვენ ვთქვით, რომ აცრა, აუცრელობა, ეს ავადმყოფობა სრულებით არ არის რელიგიური შინაარსის მატარებელი. აცრას და აუცრელობას არ შეიძლება ჰქონდეს რელიგიური მოტივაცია ჰქონდეს. აცრილია თუ არა ადამიანი, ამას არავითარი მნიშვნელობა არ აქვს ზიარებისათვის. 

ვისაც უნდა აიცრას, ვისაც არ უნდა, ნუ აიცრება. ყველას თავისი დამოკიდებულება აქვს. აცრის მოტივაცია სამ ნაწილად შეიძლება დაიყოს.

პირველი - რელიგიური მოტივაცია, ეშმაკის არის თუ არა და არავითარი რელიგიური მოტივაცია აცრას არ გააჩნია.

მეორე - ეს არის სამედიცინო მოტივაცია. ყველა ადამიანმა  თავის პირად ექიმთან უნდა გაარკვიოს რამდენად საჭიროა მისთვის აცრა, თუ არ არის საჭირო, შეიძლება თუ არ შეიძლება. 

მესამე - სოციალური ფონი. რაღაც ტიპის დაწესებულებებია, ქვეყნებია, სადაც ვერ მოხვდები თუ აცრილი არ ხარ. ჩვენ თუ ვცხოვრობთ დემოკრატიულ საზოგადოებაში, კარგად უნდა გავარკვიოთ, რისი უფლება გვაქვს და რისი არა, რა გვინდა და რა არ გვინდა, ასევე. ერთმანეთის სურვილებს ანგარიში უნდა გავუწიოთ. თუ მე არ მინდა, რომ ავიცრა, ანგარიში უნდა გამიწიოთ და მეც პატივი უნდა ვცე თქვენს გადაწყვეტილებას თუ გინდათ, რომ აიცრათ. ვფიქრობ, აცრილებმაც და აუცრელებმაც ერთმანეთს პატივი უნდა ვცეთ. არ შეიძლება ადამიანს რამე დააძალო, არც აცრა და არც აუცრელობა. ტოლერანტულები უნდა ვიყოთ ერთმანეთის მიმართ. ვთქვათ, თუ მე არ ვიცრები, არ ვარ ბნელი და თუ შენ იცრები, არც შენ ხარ ბნელი.  ორივე აზრი მომისმენია, ძალიან აგრესიული და ყველას მოვუწოდებ, რომ მშვიდობიანი თანაცხოვრება გვქონდეს“, - აღნიშნა მეუფე ნიკოლოზმა.

აგრეთვე წაიკითხეთ: 

🔵 „განცხადებები, რომ „ომიკრონი“ ფილტვებს არ აზიანებს, მტკნარი სიცრუეა“ - კულუმბეგოვი

🔵 როდის უნდა მიიღოს კოვიდინფიცირებულმა ანტიბიოტიკი? - ბუწაშვილის განმარტება

🔵 იწვევს თუ არა კორონავირუსი ალცჰაიმერის დაავადებას? - ექსპერტების განმარტება

🔵 ექიმები ასახელებენ პირველ სიმპტომებს, რომლებიც ომიკრონის დროს ფიქსირდება