მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„განცხადებები, რომ „ომიკრონი“ ფილტვებს არ აზიანებს, მტკნარი სიცრუეა“ - კულუმბეგოვი

ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი
1642516437
COVID-19

ალერგოლოგ იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი ჯანდაცვის სისტემის პირველად რგოლზე, „ომიკრონით“ ინფიცირების სიმძიმესა და პანდემიის მართვაზე საუბრობს. 

კულუმბეგოვი განცხადებას იმის თაობაზე, რომ „ომიკრონი“ ფილტვებს არ აზიანებს, მტკნარ სიცრუეს უწოდებს. 

ალერგოლოგ იმუნოლოგი ჯანდაცვის სისტემის პირველად რგოლზე საუბრისას აღნიშნავს, რომ ამ კუთხით პრობლემებია და მას გლობალური გადაწყვეტა სჭირდება. 

„პირველად ჯანდაცვას გაძლიერება უნდა, ადამიანებისადმი ნდობის მოპოვება უნდა. ჩვენს ქვეყანაში თითი წამოგვტკივდება და ვიწრო სპეციალისტს ვეძებთ, რაც არ ხდება გერმანიაში, ავსტრიასა და საფრანგეთში. ეს ისეთი საკითხებია, რასაც გლობალური გადაწყვეტა სჭირდება და კრიზისის დროს ამას ვერ გამოვასწორებთ. ამიტომ, ეს არის სერიოზული პრობლემა. ერთადერთი შემიძლია ვთქვა, რომ ოჯახის 2000 ექიმი არის მობილიზებული, რომლებსაც შესაძლებლობა აქვთ, რომ პაციენტები მართონ. 2000 ექიმს ულიმიტო შესაძლებლობა არ აქვს, ბუნებრივია“, - ამბობს კულუმბეგოვი.

ჟურნალისტის კითხვაზე რამდენად მზად არის პირველადი ჯანდაცვის რგოლი იმისთვის, რომ გააზრებულად მართოს ეს პროცესი, კულუმბეგოვი აცხადებს, რომ ექიმების კომპეტენციის გაზრდა კრიზისის დროს შეუძლებელია. 

„სწორედ ეს არის ის გრძელვადიანი პრობლემები, რომლებსაც ჩვენ დროის მცირე მონაკვეთში ვერ გადავწყვეტთ. ახლა ექიმების კომპეტენციის გაზრდა კრიზისის დროს შეუძლებელია. ამას სჭირდება რამდენიმე წლიანი ტრენინგი. ამას ყველანი ვუყურებთ, სამწუხაროდ, და მეც მეხება, როგორც ექიმს, რომ ხშირად არ ვთქვათ, ეს იყო არასწორი დანიშნულება. ეს არის თავდაცვითი მედიცინის პოზიცია, მით უმეტეს როდესაც ტელეფონით გიწევს პაციენტის მართვა. ხშირად პაციენტი გეუბნება, რომ „მე სიცხე მაქვს, ფილტვის ანთება რომ მქონდეს?“ ხშირად ეს ვირუსული ანთებაა. ამიტომ ეს არის სერიოზული პრობლემა. დღეს 57 ათასი აქტიური შემთხვევა გვაქვს და კლინიკებში 4400 ადამიანია. ეს დაახლოებით 7.7%-ია. ჩვენ ვერ დავიცავით ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები ჩვენი უპასუხისმგებლობით“, - აცხადებს კულუმბეგოვი. 

რაც შეეხება დაავადებათა კონტროლის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებას პანდემიის მართვასთან დაკავშირებით, ბიძინა კულუმბეგოვი აცხადებს, რომ პანდემიის მართვა ნიშნავს იმას, თუ როგორ მართა ფინეთმა ეპიდვითარება. 

„პანდემიის მართვა არის ფინეთის მაგალითი. 5 მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობს იმ ქვეყანაში, სულ 400 ათასი ადამიანი გახდა ავად და 1700 ადამიანი გარდაიცვალა. ეს არის პანდემიის მართვა. სხვანაირად, ბუნებრივია, ჩვენ მსხვერპლთშეწირვაზე ვართ წასული და დანაკარგები გაღებული გვაქვს და ახლა საუბარია იმაზე, რომ ეს ყველაფერი მინიმუმამდე დავიყვანოთ“, - აღნიშნა კულუმბეგოვმა. 

კულუმბეგოვმა კორონავირუსის ახალ შტამზე, „ომიკრონზეც“ ისაუბრა. 

„სიმპტომური მიმდინარეობა სიმძიმის თვალსაზრისით ცალსახად ჩანს, რომ შემცირებულია. დაახლოებით 50-70%-მდე შემცირდა ჰოსპიტალიზაციის რისკები. სიკვდილიანობის მაჩვენებელიც შემცირებულია, მაგრამ დიდი რაოდენობით დროის მცირე მონაკვეთში ადამიანების ავად გახდომა, ეს აბსოლუტურ ციფრებში დაბალ პროცენტში, შემდეგ დიდ ციფრად გადააქცევს. სიმპტომატიკა შემცირებულია, მაგრამ ინფექცია მაინც არის ვერაგი და ის ყველაზე ძლიერი და დამაზიანებელი რესპირატორული დაავადებების კატეგორიაში გადის. 

მოარული განცხადებები, რომლებსაც ხშირად ჩემი კოლეგები აკეთებენ, რომ ეს დაავადება მხოლოდ ზედა სასუნთქ გზებშია და ფილტვებს არ აზიანებს, ეს არის აბსოლუტური მტკნარი სიცრუე“, - დასძინა კულუმბეგოვმა ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში. 

🔴 „ომიკრონი“ დასასრულის დასაწყისია და პანდემიას ზაფხულში დავასრულებთ“ - აკაკი ზოიძე

🔴 იწვევს თუ არა კორონავირუსი ალცჰაიმერის დაავადებას? - ექსპერტების განმარტება

🔴 ექიმები ასახელებენ პირველ სიმპტომებს, რომლებიც ომიკრონის დროს ფიქსირდება

🔴 „აცრილ პაციენტებში კოვიდის დადასტურების დღიდან გადასხმები არ შეიძლება“ - გიორგი ფხაკაძე

🔴 კანაფის ნაერთებმა ადამიანის უჯრედების კორონავირუსით დაინფიცირებას ხელი შეუშალა - კვლევა

🔴 რატომ არის „ომიკრონი“ საშიში, თუ ის დელტაზე სუსტია? - მეცნიერების განმარტება