მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„რუსეთს ფართომასშტაბიანი ომი არ უნდა აწყობდეს, რადგან დონბასში სიტუაციას ისედაც აკონტროლებს“ - პაატა ზაქარეიშვილი

კონფლიქტების სპეციალისტი

კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი ახალი ამბების სააგენტო Pia.ge-სთან აღმოსავლეთ უკრაინაში, დონბასში მიმდინარე პროცესების შესახებ საუბრობს და აცხადებს, რომ სიტუაცია რთულად პროგნოზირებადია.

კონფლიქტოლოგის თქმით, რუსეთს ფართომასშტაბიანი ომი არ უნდა აწყობდეს, რადგან სიტუაციას ისედაც აკონტროლებს.

„ძალიან დაძაბული ვითარებაა და რთულია პროგნოზირება, რაც ხდება რუსეთის მიერ პროვოცირებული და ინიცირებულია. მგონია, რომ ლოგიკურად რუსეთს ფართომასშტაბიანი ომი არ უნდა აწყობდეს, იმიტომ რომ სიტუაციას ისედაც აკონტროლებს.

რუსეთს საქართველოს შემთხვევაში 2008 წელს და, ასევე, ყირიმის შემთხვევაში, უნდოდა დაეკავებინა პოზიციები და რაღაც პროცესებისთვის შეეშალა ხელი, მაგალითად საქართველოსა და უკრაინის გაწევრიანება ნატოში. მან თავისას მიაღწია, ჩაითრია თავის დროზე საქართველო და შემდეგ უკრაინა საომარ მოქმედებებში. ტერიტორიებზე დაამყარა კონტროლი, ისევე, როგორც აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის ტერიტორიებზე მოახდინა ოკუპაცია, ასევე, დონბასში და ყირიმში.

რუსეთი ეცდება როგორ აიძულოს კიევი წამოიყვანოს მის პირობებზე, დაითანხმოს დონბასის მოგვარებაზე, ამიტომ ეს უფრო კუნთების თამაშია და იმედი მაქვს ფართომასშტაბიან შეტაკებაში არ გადაიზრდება, ამით ევროპის პროვოცირებას მოახდენს, რომ „მიხედეთ თქვენ ზელენსკის არაფერს არ აკეთებს“, - აცხადებს ზაქარეიშვილი და ამბობს, რომ ამ პროცესებში აშშ-ს გამოკვეთილი პოზიცია აქვს კიევთან მიმართებაში.

„ამერიკა კიევის მხარესაა, გერმანია და საფრანგეთი მედიატორები არიან, აშშ-ს მაინც მკაფიოდ გამოკვეთილი პოზიციას აქვს, ამერიკას რუსეთთან ურთიერთობა გაფუჭებული აქვს. შტატებს შეუძლია იარაღით დაეხმაროს კიევს, ჯარს ვერ შეიყვანს და უკრაინის ნაცვლად ვერ დაუპირისპირდება, ეს გამორიცხულია. ერთადერთი რაც შეიძლება შტატებმა გააკეთოს, ეს არის უმაღლესი კლასის იარაღის მიწოდება კიევისთვის“, - დასძინა პაატა იაკობაშვილმა.

ინფორმაციისათვის, მარტის ბოლოს რუსეთმა 50 სამხედრო ბატალიონი და 15 ათასი სამხედრო გადასხა ოკუპირებული ტერიტორიების მახლობლად აღმოსავლეთ უკრაინაში და ეს ყველაფერი გაამართლა წვრთნების სახელით. ამავდროულად, რუსეთმა უარყო, რომ მათი სამხედრო მოძრაობები საფრთხეს უქმნის უკრაინას.

ამავე თემაზე 👇

👉 რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი - უახლესი ამბები

👉 „აშშ ცდილობს მოსკოვს დაანახოს, რომ უკრაინას არ მიატოვებს და ყველა შესაძლო ძალით დაეხმარება“ - კახა გოგოლაშვილი

👉 „რუსეთს უკრაინის შავი ზღვისგან იზოლირება სურს“ - გენერალი ბენ ჰოჯესი

👉 „გამოვხატე სერიოზული შეშფოთება უკრაინის ტერიტორიაზე და მის გარშემო რუსეთის სამხედრო ქმედებებზე“- იენს სტოლტენბერგი