მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ამირან გამყრელიძე: მარტის ბოლოს, აპრილის დასაწყისში შეიძლება იზრუნოს ქვეყანამ კომენდანტის საათის ცვლილებებზე

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი ლუგარის ლაბორატორიის დაარსებაზე საუბრობს
1616667363
COVID-19

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის თქმით, კომენდანტის საათისა და გადაადგილების შეზღუდვის შემსუბუქებასთან დაკავშირებით საკოორდინაციო საბჭო სიფრთხილის გამოჩენას ამჯობინებს.

გამყრელიძის თქმით, არსებული ეპიდსიტუაციის მიხედვით, შესაძლოა გარკვეულ ცვლილებებზე საუბარი. თუმცა, მისივე განმარტებით, მთავარია ამ მაჩვენებლების შენარჩუნება.

„ეპიდსიტუაცია გაუარესების ტენდენცია გვაქვს, მაგრამ ეს არაა ნახტომისებური, როგორც გვქონდა სექტემბრიდან ოქტომბერში. შემსუბუქების ფონზე გასამკაცრებელია პირბადის ტარების მაჩვენებელი, დიდი შეკრებების აკრძალვა და აცრების ინტენსიფიკაცია.

კომენდანტის საათი არაა ქართული გამოგონება - ითვლება ეფექტურ საშუალებად პანდემიების დროს შემზღუდველ ღონისძიებებში. ამიტომ მასთან დაკავშირებით მეტი ინფორმაციაა საჭირო.

შემსუბუქებაზე ვთქვით, რომ თუ ჩვენ ამ ტიპის ეპიდსიტუაციით ვივლით მარტი - აპრილი, მაისში შევალთ კარგი იმედით. მარტის ბოლოს თუ აპრილის დასაწყისში შეიძლება იზრუნოს ქვეყანამ კომენდანტის საათის ცვლილებებზე" - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ინფორმაციისთვის, საქართველოში კომენდანტის საათი 2020 წლის 28 ნოემბრიდან მოქმედებს

იხილეთ აგრეთვე:

✔️ამირან გამყრელიძე: იმ პირებს, ვინც ფილერს იკეთებს, შესაძლოა, ჰქონდეთ ადგილობრივი გართულება

✔️„პირველ ნახევარ საათში 110 დარეგისტრირებული, ამ დრომდე - 371“ - გამყრელიძე 65 წელს ზემოთ მოქალაქეებზე