მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ეპიდსიტუაცია თუ სტაბილური იქნება, შემდგომ ეტაპზე, „კომენდანტის საათის“ მოხსნაც განიხილება“ - გამყრელიძე

გამყრელიძე ამირან
1615790028
COVID-19

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ ეპიდვითარების სტაბილურობის შემთხვევაში, შესაძლოა, შემდგომ ეტაპზე „კომენდანტის საათის“ მოხსნა იქნეს განხილული.

შეკითხვაზე, თუ განიხილება „კომენდანტის საათის“ მოხსნა და როდის, გამყრელიძე შემდეგი სიტყვებით პასუხობს:

„დღეს შემსუბუქების კიდევ ახალი ეტაპი დაიწყო, ამიტომ, ყოველი შემსუბუქების შემდეგ, 10 დღე/2 კვირა უნდა დავაკვირდეთ ეპიდსიტუაციას. დარწმუნებული ვარ, ე.წ. კომენდანტის საათიც შემსუბუქდება, ოღონდ ეპიდსიტუაციის სტაბილიზაციის ფონზე,“ - აცხადებს იგი.

ჟურნალისტის შეკითხვას, უნდა გვქონდეს „კომენდანტის საათის“ მოხსნის მოლოდინი თვის ბოლოს, თუ არა, გამყრელიძე შემდეგნაირად პასუხობს:

„რა თქმა უნდა, ყოველი შემსუბუქების შემდეგ, ჩვენ ვაკვირდებით ეპიდსიტუაციას და თუ ასეთი სტაბილური იყო, შემდგომ ეტაპზე ეს საკითხიც იქნება განხილული.“

ინფორმაციისთვის, დღეიდან საქართველოში კოვიდინფექციის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყო.

როგორც ცნობილია, ვაქცინაციის პირველ ეტაპზე ჯანდაცვის სფეროში დასაქმებული პირები ექიმები, ექთნები აიცრებიან.

ამასთან, დღეს პაატა იმნაძემ კორონავირუსის ვაქცინა საჯაროდ გაიკეთა.

აგრეთვე დაინტერესდებით:

🔸 „ასტრაზენეკა“ არის მაღალი ხარისხის ვაქცინა, არაფრით ჩამოუვარდება „ფაიზერს“ - მარინა ეზუგბაია

🔸 „თუ წლის ბოლომდე 1,7 მლნ ადამიანს ავცრით, ცხოვრების ჩვეულ რიტმს დავუბრუნდებით“ - ამირან გამყრელიძე

🔸 „ვაქცინა გავიკეთე, ამაში საშიში არაფერია“ - იმნაძე